რისთვის ემზადებიან შვეიცარიელი მზღვეველები?

შვეიცარიული უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Zurich Financial Services -მა განაცხადა, რომ მზადაა აზიის სტიქიური უბედურებების გამო, 500 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და იაპონიაში  ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, კომპანიას 500 მილიონი დოლარის გადახდა, სასამართლოს გზით, უკვე მოუწია.
კომპანიის ციურიხის ოფისში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პირველადი გადახდაა და თანხა ზარალის დეტალური ანალიზის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
მსოფლიო ერთ-ერთი უმსხვილესი მზღვეველის  Swiss Reinsurance-ს  ანალიზით, ახალ ზელანდიაში თებერვლის მიწისძვრა მზღვეველებს 12 მილიარდი დოლარი „დაუჯდათ“.
წინასწარი გათვლების საფუძველზე ირკვევა, რომ  იაპონიის მიწისძვრის გამო  მზღვეველებს 12-დან 34 მილიარდ დოლარამდე ექნებათ გადასახდელი.
 „იმედი გვაქვს, რომ რეკონსტურქციის პროცესი დაზარალებულ უბნებში მალე აღდგება“ - განაცხადა Zurich Financial Services-ს ხელმძღვანელმა მარტინ შენმა. შვეიცარული კომპანია  უკვე მძიმედ გრძნობს საკუთარ თავზე აზიური კატასტროფის შედეგებს. აღსანიშნავია, რომ  კომპანია  Zurich Financial-ის სუფთა მოგება 2010 წელს  3,43 მილიარდი დოლარით, ანუ 13 პროცენტით, შემცირდა. რაც კომპანიის წარმომადგენლების აზრით, სტიქიური უბედურებების მომრავლებასთან არის დაკავშირებული.

13.04.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia