იმედი ელი ახალ კლინიკებს ხსნის
სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი“ სადაზღვევო პროგრამის ტენდერით გათვალისწინებულ კლინიკებს მიმდინარე წლის 1 დეკემბრისთვის გახსნის. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე აცხადებს. მისი თქმით, „იმედი ელი“ საერთო ჯამში 36–37 ათას კვ. მ. სამედიცინო დაწესებულებას აშენებს, რაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულზე 2–ჯერ მეტია. ამ კლინიკებიდან 6 აჭარაში განთავსდება, თითო–თითო კი ყვარელში, ახმეტასა და ადიგენში.
ამავე ტენდერით გათვალისწინებულ კიდევ ერთი კლინიკა თელავში მომავალი წლის მარტში გაიხსნება.
ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, საქართველოში სამედიცინო რემონტის გამოცდილება ძალიან მცირეა, ამიტომ „იმედი ელი“ სპეციალისტებს ევროპის ქვეყნებიდან მოიწვევს.
შესაბამისად, დასრულებული კლინიკები ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპზე არ სახელდება. პროგრამის მიღმა „იმედი ელი“ ბათუმში სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრსაც აშენებს.

20.04.2011