აგროდაზღვევა - ახალი პრიორიტეტი
20 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ჩატარდა სემინარი თემაზე „სოფლის მეურნეობის დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება" USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით. ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის საერთაშორისო ექსპერტის ედგარ ბალბინის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დაზღვევის გააქტიურებაში სახელმწიფო ჩართულობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დაზღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგადად სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს. სოფლის მეურნეობაში ძირითადად არის თვითდასაქმება და მშპ-ს განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
თუმცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს და ბიზნესებს ესაჭიროებათ ფინანსური რესურსი, რათა წარმოება გააფართოვონ და კიდევ უფრო გაზარდონ. ხშირად ფინანსური რესურსის მოზიდა არის პრობლემა, რადგანაც მათ არ აქვთ გამოცდილება საფინანსო ინსტიტიტებთან ურთიერთობისთვის. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის დაზღვევა, რაც ერთგვარი გარანტიაა ფინანსების მოსაზიდად. სოფლის მეურნეობის დაზღვევა ეს არის რისკის მექანიზმის შეფასება და ის თავს დეფოლტს არიდებს. თუ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანი იქნება დაზღვეული, მისი შანსი მინიმალურია, რომ დეფოლტში მოყვეს.
ძალიან ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას და ეხმარება ბიზნეს, რათა ბიზნეს ფინანსების აღებაში დაეხმაროს"- განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა დაზღვევის საკითხებში ედგარ ბალბინიმ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ამბობს, რომ დღეს კერძო სექტორი უკვე მზადაა, რომ საკუთარი რისკები დააზღვიოს. ბაკურ კვეზერელის თქმით, სოფლის მეურნეობის დაზღვევაში სადაზღვეო კომპანიები კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
"დღეს ბაზარი მზადაა, რომ სადაზღვეო სექტორისგან სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროდუქტები მიიღოს, მზაობა როგორც სადაზღვეო კომპანიებიდან ასევე სოფლის მეურნეობის სექტორიდან.
სადაზღვეო კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია რისკიანი სექტორის ათვისება. სადაზღვეო ბიზნესი სწორედ ასეთი სექტორის ათვისებაზე "ნადირობს" და მათთვის რისკის დაზღვევა მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სადაზღვეო კომპანიების პორტფელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაიზრდება"- აღნიშნა ბაკურ კვეზერელმა.
მინისტრი აცხადებს, რომ მოსავლის დაზღვევა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ეს მიმართულება ფერმერებისათვის საბანკო პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ბანკებს საშუალება მიეცემათ უფრო თამამად დააკრედიტონ სექტორი., რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილს კიდევ უფრო გაზრდის.

20.04.2011