სოციალური პროექტი ალდაგისგან კვლავ გრძელდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სოციალური პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ ამჯერად ქუთაისის ბავშთა სახლს უმასპინძლებს.  სოციალური პროექტი მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დაუვიწყარი დღესასწაულების მოწყობას.  პროექტში  მონაწილეობას მიიღებენ   რეგიონებში განთავსებული სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.
ალდაგი ბისიაის ორგანიზებით ქუთაისის მზურველობამოკლებული ბავშვები ეწვევიან სათაფლიის ნაკრძალს. ექსკურსიის შემდეგ,  სპეციალურად  მათთვის,  მულტიპულტის გმირები წარმოდგენას გამართავენ. მზრუნველობამოკლებული  ბავშვები ამ ჯადოსნურ დღეს ღია ცის ქვეშ პიკნიკით დაასრულებენ.
სოციალურმა პროექტმა  „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“  სტარტი 2010 წელს აიღო. პროექტის ფარგელბში 500 –  მდე მზრუნველობამოკლებულმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

 

13.05.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia