ადლაგი ბისიაი კახეთს ეწვია

სოციალური პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს", 4 ივნისს თელავის ბავშვთა სახლს ეწვია. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 93 აღსაზრდელი წაიყვანა თელავიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ნაკრძალში. იქ ბავშვებს ელოდათ უამრავი სათავგადასავლო თამაში, რომლთაგანაც ერთ-ერთი იყო ცნობილი გადაცემის „უკანასკნელი გმირის" მსგავსი, რომელიც ამავე გადაცემის წაიყვანმა ჟურნალისტმა გიორგი ქორქიამ წაიყვანა.
თამაშის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გადაელახათ სახალისო, ინტელექტუალური და ფიზიკური ბარიერები, რათა აღმოეჩინათ განძი. აღაზრდელებს კომპანიამ საჩუქრებიც გადასცა.
სოციალური პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს" ჩატარდა ალდაგი ბისიაის ორგანიზებით. ის მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ერთდღიანი დღესასწაულების მოწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
06.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia