ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვა

სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრი (I-PECC) აცხადებას მიღებას  მოკლევადიან სასწავლო კურსზე  „ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვა“.
 კურსი განკუთვნილია სადაზღვევო კომპანიის ჯამრთელობის დაზღვევის ზარალების და პროვაიდერული ქსელის მართვის  სპეციალისტებისთვის,  ექიმებისათვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტებისათვის და იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ ცოდნა გაიღრმავონ ამ სფეროში.

პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

 ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვა და მართვის პროცესები
 როგორ ვმართოთ ჯანმრთელობის ზარალები ეფექტურად
 ანდერაიტინგი და ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის ურთიერთ დამოკიდებულება
 ჯანმრთელობის დაზღვევის მართვის სტანდარტული ინსტრუმენტები
 ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის მსოფლიო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა
 „ტრადიციული დაზღვევიდან მართულ ჯანდაცვამდე“ ცვლილების ზეგავლენა ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის პროცესა და შედეგებზე
 ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის საუკეთესო პრაქტიკა
 დამხმარე განყოფილებები და მათი როლი ეფეტური ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის პროცესში
 სამედიცინო მენეჯმენტის როლი ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის პროცესში
 პროვაიდერული ქსელის მართვის გავლენა ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალებზე
 დაზღვეულთა ქცევა და ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვა
 ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალების მართვის პულტი და მისი გამოყენება

სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.

კურსის ხანგრძლივობაა: 15/06/2011–13/07/2011
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ,  ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 18:00 საათიდან -21:00 საათამდე

კურსის ღირებულება
GIA–ას წევრი სადაზღვევო კომპანიებისათვის – 500 ლარი, ერთზე მეტი თანამშრომლის დარეგისტრირების შემთხვევაში – 450 ლარი;
GIA–ას არაწევრი სადაზღვევო კომპანიებისათვის – 650 ლარი, ერთზე მეტი თანამშრომლის დარეგისტრირების შემთხვევაში – 600 ლარი;
ფიზიკური პირებისათვის – 650 ლარი.

კურსს კითხულობს – ჯანმრთელობის სისტემის სპეციალისტი, დოქტორი თამარ გოცაძე
სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

რეზიუმეების (CV) მიღების ბოლო ვადა: 14 ივნისი, 18:00

დაგვიკავშირდით:
მის. თბილიში, ჩიტაიას ქ. 9ა
ტელ: 91 20 40, 91 11 63
ელ–ფოსტა:  natia.gia@caucasus.net
ვებ გვერდი: www.insurance.org.ge

06.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia