ახალი რეგულაციები სადაზღვევო სფეროსთვის

მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ახალი მექანიზმების შექმნით გადაწყვიტა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე განაცხადა. შეხვედრის მთავარი მიზანი სადაზღვევო კომპანიების გასული წლის საქმიანობის შეჯამებაა.
გიორგი ქადაგიძის განცხადებით, თუ 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა 664 ათასი ლარი იყო, 2011 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 52 ათასამდე შემცირდა.
თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სადაზღვევო სფეროში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას.
შეხვედრაზე მყოფმა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა რამიშვილმა commersant.ge–ს განუცხადა, რომ სადაზღვევო სექტორის ერთ–ერთი სირთულე ანგარიშგების პრობლემებია.
„ცალკეული კომპანიები დღემდე ვერ ახერხებენ სწორ ანგარიშგებას იმ ფორმით, როგორც ეროვნული ბანკი ითხოვს. პრობლემებია როგორც პროვაიდერებისგან მიღებულ, ისე თავად კომპანიების ანგარიშგებებშიც. თუმცა ვითარება სწორდება,“ – აცხადებს რამიშვილი.

13.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia