პირველი ქართული ჟურნალი დაზღვევის თემაზე

“საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია” უკვე 16 წელია რაც საქართველოში დაზღვევის განვითარებაზე ზრუნავს. გამომდინარე იქიდან, რომ დაზღვევა უკანასკნელ პერიოდში “მასიური მოხმარების პროდუქტად” იქცა, საინტერესოდ ჩავთვალეთ  დაზღვევის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის, შეგვექმნა ჟურნალი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა საინტერესო და უახლესი ინფორმაცია დაზღვევის შესახებ.

“საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” ჟურნალი – “All about Insurance” პირველ ხანებში ელექტრონული სახით გამოვა. ჟურნალი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ უახლეს ამბებს სადაზღვევო კომპანიების შესახებ, ანალიტიკურ სტატეიბს  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თემებზე. მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს დაზღვევის მოხმარებასთან დაკავშირებით. ჟურნალში ასევე იხილავთ საინტერესო ფაქტებს და შემთხვევებს საზღვარგარეთიდან, მსოფლიო სიახლეებს, სახალისო ისტორიებს და იუმორისტულ ჩანახატებს.
ჩვენი ორგანიზაცია მოხარული დარჩება თუ დაინტერესდებით ჩვენი სიახლით, თქვენც გახდებით ჩვენი ჟურნალის მომხმარებელი და მიიღებთ უახლეს ინფორმაციას ქართული თუ მსოფლიო დაზღვევის შესახებ.

02.07.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia