“All About Insurance” -ის მესამე ნომერი

ძვირფასო მკითხველო,

ჩვენი ჟურნალი კვლავინდებურად განაგრძობს დაზღვევაზე უახლესი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას.

ეს ჩვენი ჟურნალის რიგით მესამე ნომერი გახლავთ.
ტრადიციულად ამ ნომერში თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ სადაზღვევო კომპანიების სიახლეებს, საზღვარგარეთში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, სახალისო ფაქტებს დაზღვევიდან, ცნობილი ადამინების უცნაურ დაზღვევებს და ა.შ.

გარდა ამისა, ამ ნომერში საუბარი გვექნება სახელმწიფოს ახალ ინიციატივაზე - ჯანმრთელობის დაზღვევის კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც 1 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები და პენსიონერები დაზღვეულები იქნებიან. 

ასევე, გაიგებთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სავალდებულო ავტო დაზღვევის შემოღება.

დარგის სპეციალისტებს და არამარტო საშუალება მოგეცემათ გაეცნოთ ჰოლანდიის ჯანდაცვის ახალ სისტემას, რომელიც უკანასკნელ წლებში მთელი მსოფლიოსგან პოზიტიურ შეფასებებს იღებს.

აქვე ორი სიახლე გვინდა გაგაცნოთ:

1. ყოველთვიურადჩვენი ჟურნალი ვიქტორინას ატარებს „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” Facebook-ის გვერდის მეშვეობით. ვიქტორინის კითხვაზე პასუხი ჟურნალის ნომერშია! გახდით ჩვენი ერთგული მკითხველი და მიიღეთ ჩვენგან პრიზები.  (ამ ნომერში თამაშდება ქონების დაზღვევის პოლისი - კომპფორტი)

2. ჩვენიჟურნალი ამ ნომერში ესეების კონკურსს აცხადებს. თემა თავისუფალია, მთავარია იგი დაზღვევას ეხებოდეს. საუკეთესო ესეები ჟურნალში გამოქვეყნდება, გამარჯვებულს კი საჩუქრად  E-Reader გადაეცემა.

ჩვენი დიდი სურვილია, უფრო ახლო კონტაქტი დავამყაროთ ჩვენს მკითხველთან და მუდმივად სიახლეებს ვთავაზობდეთ მათ. ასე რომ, თუ კი ჩათვლით, რომ არსებობს რაიმე თემა დაზღვევის ირგვლივ, რასაც ჩვენს ჟურნალში იხილავდით, მოგვწერეთ ელ-ფოსტის მისამართზე allaboutinsurance@insurance.org.ge  თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია!



14.09.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia