დევი ხეჩინაშვილი: სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებს არ ლობირებს

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დევი ხეჩინაშვილის განცხადებით,საუბარი იმაზე,რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს,სიმართლეს არ შეესაბამება:

"არავითარი ეფექტური ლობირება სადაზღვევო კომპანიების დღეს არ არსებობს.ჩვენ ვუჩივით კომუნიკაციის ნაკლებობას.შესაბამისად,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ მინისტრს სულ სამოთხჯერ შევხვდი.მთავარი პრობლემა ის არის,რომ სადაზღვევო ინდუსტრიამ არ იცის,რა იქნება ხვალ".

დევი ხეჩინაშვილი

ხეჩინაშვილის განცხადებით,დღეს სადაზღვევო ინდუსტრია მძიმე მდგიმარეობაშია: "ორი კომპანია- "ალფა"და"არქიმედეს გლობალ ჯორჯია"გაკოტრების პირასაა. 2012 წელი სადაზღვევო კომპანიების დიდმა ნაწილმა98-პროცენტიანი წაგებით დაასრულა.როცა კობა დავითაშვილი საუბრობს სადაზღვევო სექტორის57-პროცენტიან მოგებაზე,მას მოჰყავს ზურაბ ადეიშვილის დროს, 2010 წელს შექმნილი რიცხვები,როცა დაიწყეს სადაზღვევო კომპანიების მოგებაზე საუბარი და შემდეგ მოხდა მათი ეგზეკუცია.სამწუხაროა,რომ ასეთი რანგის პერსონა,როგორც კობა დავითაშვილია,რეალურ ინფორმაციას არ ფლობს."

დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, 2013 წლის1 აპრილიდან სადაზღვევო კომპანიებს სამთავრობო პროგრამებში მონაწილეობის ვადა სამი თვით გაუგრძელდათ: "რა იქნება1 ივლისიდან,სადაზღვევო სქტორმა არ იცის.იმედი გვაქვს,რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით,ჩვენთვის ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ,რომ გუშინ კობა დავითაშვილმა შეკითხვებით ჯანდაცვის მინისტრს გაზეთ"ქრონიკის"საშუალებით მიმართა და მისგან ამ შეკითხვებზე პასუხები საჯაროდ მოითხოვა.

დავითაშვილის თქმით,კერძო სადაზღვევო კომპანიები დღემდე ინარჩუნებენ მონოპოლიას:

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის გადაწყვეტილება,რომელიც ქვეყნის ახალმა მთავრობამ მიიღო ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით,როდესაც ამ სადაზღვევო კომპანიებს ეს კონტრაქტები,რომლებიც2013 წლის1 აპრილს უმთავრდებოდათ,ერთი წლის ვადით გაუგრძელა," - აცხადებს კობა დავითაშვილი.

დეპუტატი მოითხოვს,დაუყოვნებლივ გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება,რადგან მისი ინფორმაციით,პირველადი პაკეტით,რაც ყველა დაუზღვეველისთვის მოქმედებს,მომხმარებლები სათანადო მომსახურებას ვერ იღებენ.

დავითაშვილის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა დავით სერგეენკო,რომელმაც დეპუტატისგან ფაქტების დოკუმენტურად დადასტურება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა მოითხოვა.გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,რომ უსაყვედურა კობა დავითაშვილს და აღნიშნა,რომ სერგეენკო უპატიოსნესი მინისტრია.

23.04.2013
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia