დევი ხეჩინაშვილი: 10 თვეა მთავრობას ვეუბნებით, რომ დაზღვევის სექტორში სერიოზული პრობლემაა

როდესაც ახალი მთავრობა მოსვლის დღიდან აცხადებს, სადაზღვევო კომპანიები არ ,,მევასებაო“, რთული ვითარება იქმნება

9თვის განმავლობაში, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი

ხელისუფლებას იმ პრობლემებზე მიუთითებდნენ, რომელთა გამოსწორებაც მარტივად შეიძლებოდა, თუმცა უშედეგოდამის შესახებ გაზეთივერსიაწერს და აღნიშნავს, რომ ბოლოს, წერილობით პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებსაც მიმართეს.

გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო პროგრამა ,,ალფამ’‘ უკვე დატოვა, ხოლო ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’‘ სერიოზული პრობლემა შეექმნა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა

 კომპანიაში დროებითი მმართველი დანიშნა.

გადაწყდა,შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ამ კომისიისა და სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები შევლენ. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს იმ პრობლემების გადაჭრის მეთოდს, რაც სადაზღვევო სექტორს გამოაცოცხლებს და კომპანიებს საშუალებას მისცემს, კლინიკების მიმართ დაგროვილი დავალიანება დაფარონ. ,,ვერსიას’‘ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი დევი ხეჩინაშვილი ესაუბრება.

რატომ ვერ შეძლეს სადაზღვევო კომპანიებმა ვალდებულებების შესრულება?

– ,,ალფასაც’‘ და ,,არქიმედესაც’‘ საერთო პრობლემა ჰქონდაარც ერთს არ ჰყოფნიდა პრემია თბილისში, რასაც მთავრობა უხდიდა. პრემიაში იგულისხმება ჯანდაცვის სერვისების თვითღირებულება. ხელისუფლება კომპანიებს ამ თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხას უხდიდა. ჩემი აზრით, ,,ალფამ’‘ სახელმწიფო პროგრამა იმიტომ დატოვა, რომ მისი დამფუძნებელი ,,ავერსისთვის’‘, დაზღვევა ძირითადი ბიზნესი არ იყო. დანარჩენი კომპანიები კი მზღვეველები არიან. „ავერსმათქვა, რომ წამგებიან პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. თვეების განმავლობაში, ,,ალფაც’‘ და ,,არქიმედეცატყობინებდა მთავრობას, რომ საკმარისი არ იყო თანხა, რასაც თბილისში, ჯანდაცვის სერვისების დასაფარად უხდიდნენ.

ჯანდაცვის სერვისის ღირებულება იმაზე მეტია, ვიდრე სახელმწიფო კომპანიებს უხდიდა?

ასეა. კომპანიას დასაზღვევი მოქალაქეების (ვგულისხმობ თბილისელებს), 340 000-კაციანი სია გადასცეს, სინამდვილეში კი, მხოლოდ 290 000 მოქალაქე დაეზღვია.

ძალიან ბევრი დააზღვიეს მაშინ, როცა ის სამედიცინო სერვისს უკვე იღებდა. „არქიმედესტარიფიც რთული იყო, რადგან კომპანიამ სხვადასხვა რისკის მატარებელი სამი ჯგუფი დააზღვია: პენსიონერები, ბავშვები და სტუდენტები. ჯამში, 50 000 სტუდენტი უნდა დაზღვეულიყო. რეალურად 30 000-ზე ნაკლებია დაზღვეული. ,,არქიმედე“ 9 თვეა უშედეგოდ იბრძვის, რომ ეს ყველაფერი გააგებინოს მთავრობას.

ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას ეს პრობლემა არ განუხილავს?

ყურიც არავის შეუბერტყავს. ეს არაა მხოლოდ ,,არქიმედესპრობლემა. 10 თვეა მთავრობას ვეუბნებით, რომ დაზღვევის სექტორში სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თბილისში, რადგან დედაქალაქში ჯანდაცვის სერვისების მოხმარება და ფასებიც საკმაოდ მაღალია.

სამწუხაროდ,სადაზღვევო კომპანიებს თბილისში არ აქვთ ჰოსპიტლები, რომლითაც ფასების კონტროლს შეძლებდნენ. სადაზღვევო მფლობელობაში არსებული ჰოსპიტალი ძირითადი ღუზაა, რომელიც ფასს ზემოთ არ უშვებს, თორემ თბილისში სამჯერ მაღალი ფასებია, ვიდრე რაიონებში. მეორე თემაა ის, რომ მთავრობამ ტენდერის შემდეგ, ყველა პირობა დაარღვია, 20%-ით შეამცირა დაზღვეულების რაოდენობა, 1 000 050 ადამიანის დაზღვევა გაიტანა ტენდერზე, სინამდვილეში კი, მხოლოდ 800 000 მოქალაქეა დაზღვეული.

გარდა ამისა, უამრავი პირობა დაამატა, კერძოდ, სოფლის ექიმებისა და სასწრაფოების დაფინანსება, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმე არაა. რამდენი ხანია ხელისუფლებას ვეუბნებით, მოგვაშორეთ სოფლის ექიმებისა და სასწრაფოების დაფინანსება. ყველა სადაზღვევო კომპანიას გაუჭირდა, რომელიც თბილისს შეეხო.

არქიმედესთანმიმართებაში, პირდაპირ გეტყვითთუ სახელმწიფო პრემიიდან, პირობითად, 100 ლარი შემოდის. კომპანიას ჯანდაცვის მომსახურებაში 120 ლარი აქვს გასავალი ხარჯის სახით. რა მოგებაზეა საუბარი? იმის გამო, რომ ეს საკითხი აქამდე არავის განუხილავს, იძულებულები გავხდით, პრემიერისთვის, ასევე უწყებათაშორისი კომისიისთვის წერილობით მიგვემართა. როგორც იქნა, მთავრობამ მოგვხედასამუშაო ჯგუფი შეიქმნება. პირველად, 9 თვის მანძილზე, ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრთანაც გვქონდა კომუნიკაცია. რასაკვირველია, მთავრობა ამბობს, რომ პირველ რიგში, სადაზღვევო კომპანიებმა კლინიკების მიმართ არსებული დავალიანება უნდა გაისტუმრონ. დავალიანება უპირობოდ გასასტუმრებელია, მაგრამ თუ სხვა საკითხები არ მოგვარდება, ვალის გადახდა გაგვიჭირდება.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ვალის დაფარვა შეძლონ?

სერიოზული ანალიზის გაკეთებაა საჭირო. ან სახელმწიფო პრემია უნდა გაიზარდოს, ან სამედიცინო სერვისები შემცირდეს. აუცილებელია, სახელმწიფო პროგრამას სოფლის ექიმებისა და სასწრაფოების დაფინანსება ჩამოშორდეს. ასევევალების რესტრუქტურიზებაც. სამუშაო ჯგუფი მალე დაიწყებს მუშაობას. იმედია, პროცესი კონსტრუქციულად წარიმართება, რადგან მთავრობისთვის ვალის გასტუმრება და ახალი კლინიკების მშენებლობა პრიორიტეტია. სადაზღვევო კომპანიების მფლობელებმა იციან, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალი კლინიკების მშენებლობის ვალდებულებაც აქვთ, მაგრამ როდესაც ახალი მთავრობა მოსვლის დღიდან აცხადებს, სადაზღვევო კომპანიები არ ,,მევასებაო“, რთული ვითარება იქმნება.

მეტიც:ამ ფონზე, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლითაც უფლება აქვს, სამი თვით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია პროგრამიდან გაუშვას. მაშინ, ამ კომპანიებს გრძელვადიანი ვალდებულებები რატომ აქვთ? სწორედ ამ არასტაბილურმა გარემომ დააზარალა სადაზღვევო კომპანიები. პრემიერის პრესკონფერენციის შემდეგ, დაზღვევასთან დაკავშირებით, ივანიშვილი დეზინფორმირებულია. მას ესმის, რომ პრობლემა არსებობს, ოღონდ სურათი ისე დაუხატეს, თითქოს სადაზღვევო კომპანიები თვითნებურად წყვეტენ სერვისების მიწოდებას. პრემიერმა ისიც თქვა, სახელმწიფო სთხოვს სადაზღვევო კომპანიებს, ის კლინიკები გადმოგვცენ, რომლებშიც დაზღვეულებს ვერ ემსახურებიან, მაგრამ არ თმობენო. ეს აბსურდია. პირდაპირ გეტყვით, ამ 9 თვის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ. ვამბობთ, რომ კლინიკურ ნაწილში სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაც განსაკუთრებით, მცირემოსახლეობიან რაიონებში არსებულ კლინიკებს ეხება... ყველანაირი წინადადება შევთავაზეთ მთავრობას მათი დისკონტით გამოსყიდვასთან დაკავშირებითბევრად ნაკლებ ფასად დავუთმობთ სახელმწიფოს კლინიკებს, ვიდრე მათი მშენებლობა დაჯდა. მეორადი შეთავაზებაც გვქონდაგამოსყიდვის შემდეგ ამ ფულით დავალიანებას გავისტუმრებთ. დიდი ხანია მინდა ივანიშვილს შევხვდე. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. არადა, მის გამოსვლაში გამოჩნდა, რომ ინფორმირებული არ არის და მისი ძირითადი წყარო, აშკარად მინისტრია...

რომელიც პრემიერ-მინისტრს რეალურ ინფორმაციას უბლოკავს?

არ ვიცი, მაგრამ სერგეენკო ამ პრობლემაში გათვითცნობიერებული უნდა იყოს.

გამოდის, ხელისუფლებას აქვს მცდელობა, სადაზღვევო ბაზარზე უხეშად ჩაერიოს და კომპანიები მიზანმიმართულად გააკოტროს?

სერგეენკომ, რომელსაც მისი ,,წინა ცხოვრების’‘ გამო პატივს ვცემ, ჩვენთან შეხვედრისას თქვა, რომ არც ერთი სადაზღვევო კომპანიის გაკოტრება ან რომელიმე კომპანიის სახელმწიფო პროგრამიდან

 ჩახსნა მის ინტერესში არ არის. ისიც თქვა, რომ პირობითად, 2 000 000 ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია დაზღვეული და მისთვის სულ ერთია, ამ ადამიანებს კერძო კომპანია მიაწვდის სამედიცინო სერვისს, თუ სახელმწიფო. ამ ფონზე, როგორ ვიფიქრო, რომ სერგეენკოს მზაკვრული გეგმაც აქვს? მინისტრმა თქვა, რომ მზადაა, შეგვხვდეს და ყველა პრობლემაზე ერთობლივად ვიმსჯელოთ. ჩემი პრეტენზია ისაა, აქამდე რატომ არ გავიარეთ ეს საკითხები და რატომ გავამწვავეთ ვითარება? სადაზღვევო კომპანიები იძულებით ,,შეტენილხარჯებს ვეღარ აუდიან, რადგან სოფლის ექიმებისა და სასწრაფოს დაფინანსება სადაზღვევო ხარჯი არ არის! სახელმწიფოსგან დამატებით თანხას სულაც არ ვითხოვთ. აუცილებელია, სადაზღვევო კომპანიებს დამატებითი ხარჯები მოშორდეს და გარწმუნებთ, ისინი ვალის ნელ-ნელა გასტუმრებას შეძლებენ.

06.09.2013
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia