საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის ინტერვიუ

 როგორ შეაფასებდით სადაზღვევო სფეროს საქმიანობას 2014 წელს, ბოლო სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით? რა ახალი ტრენდები გამოიკვეთა ამ დარგში?

 სადაზღვევო სექტორისათვის 2014 წელი იყო წელი, როდესაც სადაზღვევო ინდუსტრიამ დაკარგა თავისი განვითარების ძირითადი დრაივერი. იგულისხმება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები. რაც გამოისახება არა მარტო იმაში, რომ ინდუსტრიამ დაკარგა თითქმის ნახევარი პრემია, არამედ იმაშიც, რომ სწორედ ამ ურთიერთობებით ხდებოდა პოპულარიზაცია და დაზღვევის მიმართ ინტერესის განვითარება.

მნიშვნელოვანი თემაა კორპორატიული დაზღვევა. კომპანიებმა მასობრივი ბიზნესი ჯერ- ჯერობით დაკარგეს, რაც კომპანიების შიგნით მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს, ამ უნარ-ჩვევების დაკარგვა კი არ არის კარგი.

 ამავე დროს 2014 წლის მესამე კვარტალში აღინიშნება ნებაყოფლობითი დაზღვევის ზრდა სხვადასხვა მიმართულებით.  გამოსაკვეთია 2014 წლის სახელმწიფო სუბსიდირებული აგრო დაზღვევა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და რაც აგრო წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს.  ასევე ზრდა არის გადაზიდვებში, ტვირთების ნაწილში,  ქონების ნაწილში.

 საქართველოში დღემდე არ არსებობს კლასიკური "დრაივერი" -სავალდებულო დაზღვევა, რაც არის განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების  მნიშვნელოვანი დაუცველობაა  სატრანზიტო მოძრაობის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით. არ გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც ამ ტრანზიტის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ზარალს აუნაზღაურებს საქართველოს სუბიექტებს.

რა არის დაგეგმილი სადაზღვევო სექტორში 2015 წელს?

2015 წლის გეგმას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ. სავალდებულო დაზღვევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრები სამწუხაროდ ვერ გვექნება.

ველით აგრო დაზღვევის განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ 2015 წელს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავხვეწოთ რეგულატორული გარემო. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს დაზღვევის კანონის გადახედვა.   2015 წელს ველით ასევე სოლვენსის სისტემის შემოღებას.

რა არის სადაზღვევო სექტორში 2015 წლის შესაძლო პროგნოზი . 

2015 წელს  იქნება თუ არა ნებაყოფლობითი დაზღვევის ზრდა და რა ტენდენციები გვექნება ბევ წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ  როგორ წარიმართება საკანონმდებლო და რეგულატორული რეფორმები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ჯანდაცვის რეფორმის მესამე ეტაპი, მისი კონკრეტული არქიტექტურა. საკითხი, რომელიც დღემდე ღიაა და არ ვიცით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების განვითარება. დაემატება თუ არა სერვისები და ა. შ. თუ მოხდება ხაზის გავლება, სადაც გაჩერდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები და გარკვეული  ნაწილი დარჩება კერძო ინიციატივისთვის, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევის ბაზრისათვის.

05.01.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2022
CREATED BY
Neomedia