გორში ,,ალდაგის" ფილიალი გაიხსნა

ალდაგის გორის  ოფისი მომხმარებელს შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთისა რეგიონების  მასშტაბით მოემსახურება. ახალი ოფისი, ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარება შიდა ქართლში მყოფ  ფერმერებს რეგიონშივე მიიღონ მათთვის საჭირო  ყველა მომსახურება. გორის  ოფისში პირველ ეტაპზე, 60  ადგილობრივი კადრი იქნება დასაქმებული, რაც რეგიონში ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს. 

გორში პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი შიდა ქართლის რეგიონში მყოფ ფერმერებს კომბოსტოს, პომიდვრის, ხახვის, ატმის, ვაშლის, მარწყვის, მსხლის, ბალი/ალუბუბლის და  ხორბლის კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს.

აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აანაზღაურებს. სადაზღვევო კომპანია ალდაგს აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში ალდაგს 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული. 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს  სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე).

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან“ და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის  მიმართონ კრედოს და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის თაობაზე სადაზღვევო კომპანია ალდაგი მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.

"შიდა ქართლი"

 

06.03.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia