"ალდაგმა" მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქცია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქცია დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ალდაგიდან" აცნობეს, ყველა, ვინც 15 აპრილის ჩათვლით, კუთვნილი ავტომობილისთვის ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს შეიძენს, კომპანიისგან ექსკლუზიურად ულიმიტო ავტორეცხვის ბარათს მიიღებს.
"აღნიშნული ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაინახევრონ ხარჯი, ისარგებლონ "ალდაგის" შემოთავაზებით და გარეცხონ ავტომობილი ნახევარ ფასად. საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მთელი წლის განმავლობაში გადაიხდის მანქანის ყოველ ჯერზე გარეცხვის საფასურის 50%-ს. ულიმიტო ავტორეცხვის ბარათის გამოყენება შესაძლებელია ავტოსამრეცხაო "საშხაპეში", - ნათქვამია განცხადებაში.
სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს "ალდაგი" 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "ალდაგი" მომხმარებლებს ექსკლუზიურ ბენეფიტებსა და აქციებს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ალდაგის ცხელ ხაზზე - 2 444 999.

"ინტერპრესნიუსს"

16.03.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia