სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებაზე სინერჯი ჯგუფთან ერთად მუშაობს
ჯიპიაი
ჰოლდინგი არსებული ორგანიზაციული სტრუქტურით, მისი მნიშვნელოვანი
ცვლილების გარეშე, უკვე 3 წელია რაც მუშაობს. არსებული სტრუქტურა
უზრუნველყოფს თანამშრომლების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში და
გუნდური მართვის პრინციპებს ემყარება. თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ
შეიცვალა გარემოში, კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეეცვალა
პრიორიტეტები, გაძლიერდა ლიდერული რესურსი - ეს კი სტრუქტურაში სათანადო
ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს.
სინერჯი
ჯგუფის პარტნიორების შეფასებით, რომელთაც მართვის სისტემებზე მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, სტრუქტურა განსაზღვრავს სტრატეგიის რეალურ
განხორციელებას და პირდაპირ არის მიბმული ორგანიზაციის რაოდენობრივ
შედეგებთან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მიზნებსა და სტრატეგიულ
პრიორიტეტებში ცვლილებები ასახული იყოს სტრუქტურაშიც.
ამ
მიზნით, ჯიპიაი ჰოლდინგმა სინერჯი ჯგუფის დახმარებით გააკეთა არსებული
სტრუქტურის შეფასება და ახლა მის გაუმჯობესებაზე მუშაობს. კომპანიის
მენეჯმენტის განცხადებით,
სტრუქტურის
ცვლილება მათ საშუალებას მისცემს გახდნენ უფრო მოქნილები და კიდევ უფრო
გაზარდონ მომხმარებლების კმაყოფილება მუდმივად მზარდი მომსახურების
ხარისხით.
სინერჯი
ჯგუფი15 წელია ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების პროექტებზე
მუშაობს და ამ დროის განმავლობაში განხორციელებული აქვს 300-მდე პროექტი,
150-ზე მეტ ორგანიზაციაში.
"კომერსანტი"
16.03.2015