"ჯიპიაი ჰოლდინგი " ოქროს ბრენდის მფლობელი მეხუთედ გახდა

"ჯიპიაი ჰოლდინგი" - „რჩეული სადაზღვევო კომპანია" ,  სადაზღვევო კომპანია ოქროს ბრენდის მფლობელი მეხუთედ გახდა.  სპეციალური პრიზი „დაზღვევის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის"."ჯიპიაი ჰოლდინგი" ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონიაზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. 2014 წლის რჩეული ბრენდის ტიტულის გარდა კომპანიას სპეციალური პრიზი გადაეცა „დაზღვევის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის". 

ოქროს ბრენდის რიგით მეათე ოფიციალური ცერემონია „რადისონ ბლუ ივერიაში" Global Idea-ს, გაზეთ FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით 24 აპრილს გაიმართა. 
„ჯიპიაი ჰოლდინგი" რჩეული სადაზღვევო კომპანია მეხუთედ გახდა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ სხვა გამარჯვებულებს შორის თერთმეტ საკუთარ კლიენტ კომპანიას, სპეციალური პრიზები გადასცა „ოქროს პარტნიორობისთვის". ოქროს ბრენდის ჯილდოს მფლობელები ხდებიან კომპანიები, რომლებმაც გასულ წელს საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ბრენდის პოპულარობა კვლევის საფუძველზე ვლინდება.
200-მდე ექსპერტი აფასებს ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის ცნობადობას და მისი პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს. გამოკითხვის შედეგები კი საქართველოს სავაჭრო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სი და გაზეთ FINANCIAL წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლით ჯამდება.

პაატა ლომაძე, "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: "ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური პრიზი, რომელიც დაზღვევის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადმოგვეცა. ორმაგად სასიხარულოა, რომ ექსპერტებმა აღნიშნეს, ის ფაქტი რომ როგორც წამყვანი კომპანია ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი" არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტის შესახებ საუბრობს, არამედ ჩვენ ვცდილობთ დაზღვევის საჭიროებაც დავანახოთ საზოგადოებას. მსოფლიო გამოცდილების მიხედვით, რაც უფრო მაღალია ეკონომიკის განვითარების დონე, მით მაღალია დაზღვევის მოხმარება და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევით უფრო მეტი ადამიანი დაინახავს დაზღვევის აუცილებლობას და შესაბამისად უფრო მომზადებულები შეხვდებიან გაუთვალისწინებელ მოვლენებს ცხოვრებაში თუ ბიზნესში. "
"ჯიპიაი ჰოლდინგის" შესახებ: "ჯიპიაი ჰოლდინგი" საქართველოს ბაზრის წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა და 2014 წლის მონაცემებით ბაზრის 26%ფლობს. კომპანია ლიდერია დაზღვევის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ჯანმრთელობის, ავტო და საპენსიო დაზღვევა. "ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრია.

***
"ვენის სადაზღვევო ჯგუფის" შესახებ: "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ავსტრიის საფონდო ბირჟაზე უმაღლესი რეიტინგის მქონე კომპანიაა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ავსტრიის გარდა "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" 50 კომპანიას ფლობს და მართავს ევროპის 23 ქვეყანაში. Standart&poors-ის რეიტინგი - A+. დამატებითი ინფორმაცია: www.vig.com

"კომერსანტი"


 

28.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia