მსოფლიოს საუკეთესო სადაზღვევო კომპანიები 2015 წელს

ჟურნალი “GLOBAL FINANCE”–მა გამოაქვეყნა საუკეთესო სადაზღვევო კომპანიების გამარჯვებულთა სია 2015 წლის მიხედვით
სხვადასხვა სასიკეთო პროცესების დარად მსოფლიოს უამრავი ქვეყნები და კონკრეტული ფირმები ჯერ კიდევ ებრძვიან იმ შედეგებს რაც გასული 2014 წლის მანძლიზე მიაყენეს მათ კატაკლიზმებმა,უბედურმა შემთხვევებმა,დაავადებებმა,კიბერ შეტევებმა და არასახარბიელო პოლიტიკურმა გარემომ.ასეთი მოვლენების გავრცელების არეალი ფართოა მსოფლიო მასშტაბით: ებოლას ეპიდემიამ დასავლეთ აფრიკასა და შემდეგ მსოფლიოში,სავაჭრო სანქციების გაფართოებამ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე,ფართო წყალდიდობებმა დასავლეთ ევროპაში,ციკლონმა აზიის ტერიტორიის ნაწილზე,მძიმე ქარიშხალმა ცენტრალურ ამერიკაში(მესქიკის ტერიორიაზე) და სხვა.
როგორც სახელმწიფოები,ასევე ბიზნესმენები ცდილობენ წინასწარ განსჭვრიტონ და თავიდან აირიდონ მოსალოდნელი რისკები.რისკების არიდების გზის ნახვა არის მნიშვნელოვანი ელემენტი ეფექტური მმართველობისთვის. 
„ძირითადი რისკის განსაზღვრა და კომპანიის დაზღვევა არის მთავარი ასპექტი რისკების უამრავი მენეჯერისთვის,საერთაშორისო ფინანსური რისკების სტრატეგიის განსაზღვრა კი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კრიტერიუმია ორგანიზაციისათვის“– ამბობს ფრენკ ბარონი,კომპანია „International SOS“–ის გენარალური დირექტორი რისკების მართვის,სამედიცინო დაზღვევის და სამგაზვრო უსაფრთხოების საკითხებში,ასევე კომპანია „Pan Asia Risk & Insurance Management Association“ თავჯდომარე. ბარონი აღნიშნავს,რომ სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას ფირმის ხელმძღვანელობა უნდა იყოს გათვიცნობიერებული სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობაში. „სადაზღვევო სისტემა და გადასახადების რეგულაცია მოითხოვს,სრულიად გაითვალისწინონ სადაზღვეო კომპანიის გადახდისუნარიანობა“– ამბობს ფრენკ ბარონი.
2015 წლის საუკეთესო სადაზღვეო კომპანიები შეირჩა ჟურნალის 1500–ზე მეტი მკითხველის გამოკითხვის და ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად მთელ მსოფლიოში,ასევე ჟურნალის რედაქტორების და ექპერტების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საერთაშორისო კატეგორიაში სადაზღვევო კომპანია “AIG” გახდა გამარჯვებული როგორც ქონების და კიბერსაშიშროებების საუკეთესე დამზღვევი.
Allianz – უბედური შემთხვევების საუკეთესო სადაზღვეო კომპანია.
Lloyd’s – გატაცების და გამოსყიდვის მოთხოვნის საუკეთესო სადაზღვეო კომპანია,ასევე გარემოსდაცვის პასუხისმგებლობის საუკეთესო დამზღვევი. 
Chubb - დირექტორების და სახელმწიფო მოხელეების საუკეთესო დამზღვევი კომპანია
. Zurich - პოლიტიკური რისკების და დანაშაულის საუკეთესო მზღვეველი. 
Euler Hermes – საუკეთესო სავაჭრო საკრედიტო მზღვეველი. 
FM Global – საუკეთესო სავაჭრო დარღვევის მზღვეველი.
AON - საუკეთესო საბროკერო მზღვეველი.
 
"ბანკები და ფინანსები"
26.03.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia