სტიქიამ ცხადყო, რომ დაზღვევის კულტურა ქვეყანაში ასამაღლებელია
მთელ მსოფლიოში სტიქიისგან მატერიალური დაცვის ერთადერთი მექანიზმი დაზღვევაა.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზღვევის კულტურა საკმაოდ დაბალ დონეზეა და მოსახლეობის მიერ დაზღვეული უძრავი თუ მოძრავი ქონების მოცულობა მიზერულია, 13 ივნისის სტიქიური უბედურების გამო, სადაზღვევო კომპანიებს მაინც მილიონობით ლარის ზარალის ანაზღაურება უწევთ.
რა თქმა უნდა ვერანაირი ზარალის ანაზღაურება ვერ გადაფარავს უმთავრესს – იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც სტიქიამ მიიტაცა. ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია. მაგრამ ვინც სტიქიას გადაურჩა, მათთვის ცხოვრება გრძელდება და ყველა მექანიზმმა მაღალ დონეზე უნდა იმუშაოს, რომ მათი შემდგომი ცხოვრების და ჯანმრთელობის პირობები წინანდელზე უარესი არ იყოს.
თბილისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფომ დაზღვევის წახალისებაზე აქტიურად უნდა იზრუნოს, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ დაისვას შეკითხვა, თუ ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი.
ეს თავიდან აგვაცილებს ვითარებას, როდესაც ხელისუფლება იძულებული ხდება და ბიუჯეტიდან უამრავ თანხას ხარჯავს მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებლად და იმავდროულად ბიზნეს-სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის იმედი აქვს. ამ შემთხვევაშიც კი დაზარალებულები მაინც უკმაყოფილონი რჩებიან, რადგან ვერცერთი ხელისუფლება სრულად ვერ აანაზღაურებს სტიქიისგან მიყენებულ ზარალს.
მაგალითისთვის, აშშ–ში ყოველწლიურად სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ამერიკული სადაზღვევო კომპანიები ჯამში 15–დან 25 მილიარდამდე დოლარს იხდიან. ამერიკის ბიუჯეტისთვისაც კი ეს თანხა სოლიდურია და რომ არა სადაზღვევო ინდუსტრია, ხელისუფლება ამ ზარალის სრულად დაფარვას ვერ შეძლებდა.
რთულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ, მთელ მსოფლიოში მთავრობები ცდილობენ დაზღვევის წახალისებას გარკვეული სტიმულების შექმნისა და იძულების გზითაც კი – იძულების გზა ეს არის სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების შემოღება. საქართველო კი დღემდე ცივილიზებული მსოფლიოს ერთადერთ ქვეყნად რჩება, სადაც არცერთი სახის სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს.
სავალდებულო დაზღვევის შემოღების მცდელობა ცოტა ხნის წინ ჩვენთანაც იყო, როცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მესამე პირთა მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს მიმართულება, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებებით, შეჩერებულია. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება, რამდენადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებს. აქ მენტალობის პრობლემაცაა – ყველამ იცის, რომ ევროპაში მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაუზღვეველი სატანსპორტო საშუალებით არათუ ვერ იმოძრავებ, მას ვერც კი იყოლიებ. ამ ხარჯს ყველა ევროპელი სრული შეგნებით ხვდება და ესმის, რომ ამ თანხით თავს (თვეში დაახლოებით 100-150 ევრო) საკუთარი ქმედებით სხვისი შესაძლო დაზარალებისგან იცავს (ფინანსური თვალსაზრისით). ჩვენს შემთხვევაში, ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევის ღირებულება ავტომფლობელისთვის თვეში 20 ლარს არ გადააჭარბებს. აქ აუცილებელია კარგად დაგეგმილი შესაბამისი შემეცნებითი სამუშაოს ჩატარება, როგორც სახელმწიფოს, ისე თავად სადაზღვევო სექტორის მხრიდან.
დაზღვევა რომ გარდა ფინანსური ინსტრუმენტისა სოციალური დაცვის ერთერთი ეფექტიანი მექანიზმია ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამაც აჩვენა და ზოგადად, ამაზე არავინ დავობს.
ყოველივე ამის და 13 ივნისის სტიქიის გათვალისწინებით, ხელისუფლება მეტად უნდა დაფიქრდეს დაზღვევის კულტურისა და სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაზე.
თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის მზაობა დაბალ დონეზეა. ეს ეხება არა მხოლოდ ტრაგიკული შედეგების პრევენციას, არამედ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მექანიზმებსაც.
საქართველო რჩება ქვეყნად, სადაც, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულები ბიზნესმენების კეთილშობილებისა და ბიუჯეტის შესაძლებლობების იმედზე არიან. ისინი მადლობელნი არიან იმაზეც, რასაც მათთვის ბიზნესმენები და ხელისუფლება გაიმეტებენ. თუმცა ეს, როგორც წესი, მათ დანაკარგზე ნაკლებია. ცივილიზებულ სამყაროში კი სტიქიით დაზარალებულები სრულად იღებენ დაკარგული ქონების კომპენსაციას და უარის თქმა არ უწევთ ცხოვრების იმ პირობებზე, რომელშიც სტიქიამდე ცხოვრობდნენ.
ამის გარანტიას მათ სადაზღვევო სისტემა აძლევს. საქართველოში კი, შეჭირვებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, უძრავი ქონებისა და ავტომობილების დაზღვევა ჯერ კიდევ ფუფუნებად ითვლება. თუმცა თბილისის სტიქიამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ არსებულ სოციალურ ვითარებაშიც კი დაზღვევა იმაზე პრიორიტეტული ხარჯია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
შესაძლებელია იმ ზარალის დაახლოებითი დაანგარიშება, რისი ანაზღაურება მოუწევდათ ქართულ სადაზღვევო კომპანიებს იმ შემთხვევაში, ყველა დაზიანებული ან განადგურებული კერძო საკუთრება – უძრავი ქონება და ავტომობილები – დაზღვეული რომ ყოფილიყო.
ამ წუთისთვის არსებული სტატისტიკით, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიებში, ამ დროისათვის ჯამში 160–მდე ავტო–სატრანსპორტო, კერძო და იურიდიული პირის ქონების ზარალი აღინიშნება. დაზიანებული ქონების უმეტესი ნაწილი ავტომობილებია.
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის" ასანაზღაურებელი ზარალის დაახლოებით 80 პროცენტი ავტოდაზღვევაზე მოდის. ამ კუთხით ასანაზღაურებელი ზარალი დაახლოებით 600-700 000 ლარს შეადგენს.
ალდაგის ინფორმაციით კომპანიაში 100-მდე შეტყობინება შევიდა. ზარალის ჯამურმა ოდენობამ მილიონ ნახევარი ლარი შეადგინა. ალდაგმა გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს ეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.
ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და შესწავლილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებზე მიყენებული მატერიალური ზარალი. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა 500 ათას ლარამდეა. ავტო მფლობელთა ზარალების 98% კომპანიამ უკვე დაარეგულირა. რაც შეეხება, ქონებრივ ზარალებს, ალდაგმა ამ მიმართულებითაც, დაასრულა ზარალების გაანგარიშება და კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა.
“ირაოს” ჯამში ავტოდაზღვევის კუთხით 100 000 ლარის ზარალის ანაზღაურება უწევს. კომპანიას ასევე მოუწევს ზარალის ანაზღაურება ქონების დაზღვევის მიმართულებითაც. საუბარია მაღაზიის 200 000 ლარად შეფასებულ მარაგებზე.
“კოპენბურის” ინფორმაციით, ავტოდაზღვევის კუთხით საბოლოო ზარალი დაახლოებით 300 000 ლარის ოდენობის ექნებათ. ქონების დაზღვევაში მხოლოდ ერთი ქეისი აქვთ, საუბარია ილიას უნივერსიტეტზე, თუმცა ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის.
სადაზღვევო კომპანია “აის ჯგუფის” ინფორმაციით, ჯამში სადაზღვევო თანხა დაახლოებით 300 000 დოლარი იქნება.
“არდის” შემთხვევაში საუბარია 150 ათასი ლარის ზარალის ანაზღაურებაზე.
მოყვანილი მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო კომპანიებს ზარალის ანაზღაურება ძირითადად ავტომობილების მიმართულებით უწევთ. ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების დაზღვევის შემთხვევები ერთეულებია. ზოგადი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების დაზღვევის უმეტესობა ბანკის მოთხოვნის შედეგია, იპოთეკური სესხის გაცემისას. მაგალითები, როდესაც ადამიანი საცხოვრებელს საკუთარი ინიციატივით აზღვევს, იშვიათია.
არადა, დაზღვევის ეს სახეობა ყველა სხვა სადაზღვევო სერვისთან შედარებით ყველაზე იაფი ღირს და წლიურად საცხოვრებლის ღირებულების 0,2–დან 0,25 %–მდე თანხას შეადგენს.
მაგალითისთვის, თუ პირი ფლობს 100 ათას ლარად შეფასებულ საცხოვრებელს, მას წელიწადში მხოლოდ 200 ლარის გადახდა უწევს. ისეთი შემთხვევების შემდეგ კი, როგორიც მაგალითად, თბილისში მოხდა, მას მთლიანად უნაზღაურებენ როგორც უძრავი ქონების, ისე მისი შიგთავსის (ავეჯი, ტექნიკა და ა.შ.) ღირებულებას, თუ, ცხადია, ეს უკანასკნელიც დაზღვეული ჰქონდა.
ამ რიცხვებიდან ნათლად ჩანს, რომ უძრავი ქონების დაზღვევის ფინანსური შესაძლებლობა გაცილებით მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე რეალურად სარგებლობს ამ სერვისით. ანუ თვეში დაახლოებით 17 ლარი ის ხარჯია, რომელიც, 13 ივნისის მსგავსი სტიქიური მოვლენის შემთხვევაში, პირს სრულად იცავს საცხოვრებლის გარეშე დარჩენისგან. ამასთან, ზარალის ანაზღაურება სრულად ხდება და ადამიანს გაუარესებულ პირობებში ცხოვრება არ უწევს განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც ბიზნესმენებისა და სახელმწიფოს კეთილი ნების იმედზეღა რჩება და იძულებულია, გაცილებით ნაკლებ პირობებს დასჯერდეს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა, თანაც ამ ყველაფერს დახმარების ფორმა აქვს და არა კუთვნილი თანხის მიღების, რაც დაზღვევის შემთხვევაში ხდება და ამ მხრივაც კომფორტს უქმნის დაზარალებულს.
რაც შეეხება ავტომობილებს, გამომდინარე ამ მხრივ არსებული გაცილებით მაღალი რისკებიდან, დაზღვევის ეს სახეობა საქართველოში უფრო გავრცელებულია მიუხედავად იმისა, რომ მისი ტარიფი ავტომობილის ღირებულების 5%–დან იწყება.
ქართულ რეალობაში საუბარი პრაქტიკულად არაა სიცოცხლის დაზღვევაზე, და ამ სერვისით სარგებლობის პრაქტიკულად ყველა შემთხვევა ბანკის მოთხოვნას უკავშირდება პირის მიერ კრედიტის გამოტანის დროს.
რაც შეეხება იმას, რა ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოუწევდათ ქართულ სადაზღვევო კომპანიებს, ყველა დაზარალებული კერძო ქონება (ავტომობილები და უძრავი ქონება) რომ დაზღვეული ყოფილიყო, შესაბამისი გათვლები პორტალმა “კომერსანტმა” “სადაზღვევო ინსტიტუტის” წარმომადგენელ, გიორგი გიგოლაშვილთან ერთად გააკეთა.
დასაზღვევი ქონების რაოდენობად აღებულ იქნა პირველადი, დაახლოებითი მონაცემები – 100 საცხოვრებელი სახლი და 120 ავტომობილი. ამას ემატება დაღუპული ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა, რაც, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს (საქართველოს შემთხვევაში ესაა 20 ათასი ლარი).
გიორგი გიგოლაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და აქ მოტანილი თანხა მხოლოდ სარიტუალო მომსახურების ხარჯებს გულისხმობს.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, 13 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ფიზიკური პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისთვის ქართულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამში 24 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი თანხის გადახდა მოუწევდათ.
რამდენად “აწევდა” ქართული სადაზღვევო ინდუსტრია ასეთ ფინანსურ ტვირთს? “კომერსანტის” ამ შეკითხვაზე გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, რომ, ცხადია, ეს იქნებოდა ე.წ. “კატასტროფული ზარალი”, ანუ ერთ ადგილზე დროის მოკლე მონაკვეთში ერთდროულად დიდი რაოდენობით ზარალის დადგომა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად სადაზღვევო კომპანიებს აქვთ კატასტროფული შემთხვევების და სხვა სახის რეზერვები, ასევე, მსხვილი რისკები გადაზღვეული აქვთ საერთაშორისო კომპანიებში, კომპენსაციების გაცემის პრობლემა არ იქნებოდა და არც სადაზღვევო ბიზნესი მიიღებდა სერიოზულ ფინანსურ დარტყმას.
“დაზღვევის კულტურის ამაღლების მხრივ, 13 ივნისის სტიქია სამწუხარო და დამაფიქრებელი გაკვეთილია ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არასდროს დაფიქრებულა უძრავი ქონების დაზღვევაზე და თუკი მაინც უფიქრია, ჰგონია, რომ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა რეალურად საუბარია თვეში 15–16 ლარის ხარჯზე (დაახლოებით 100 000 ლარიანი ბინის შემთხვევაში). სამაგიეროდ, როდესაც ასეთი უბედური შემთხვევა მოხდება, ადამიანები ბიზნესმენებსა და ხელისუფლებაზე დამოკიდებულნი არ იქნებიან და ზარალის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. მესმის, რომ სოციალური ფონი რთულია და ბევრი ადამიანისთვის ეს ხარჯიც მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც მინიმუმ, მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რათა თავად გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა ამ თანხად უძრავი ქონების დაზღვევა. ამ მხრივ 13 ივნისის შემთხვევა შესაძლოა, ბევრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს,” – აცხადებს გიგოლაშვილი.

"ბანკები და ფინანსები"
22.06.2015