სტიქიური მოვლბი და დაზღვევა

20 ივნისს მარნეულში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, მოთხარა ხეები, დაზიანებული და განადგურებულია ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და სხვა ტიპის ნათესები. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ასეთი გრიგალი და სეტყვა მარნეულში არასდროს ყოფილა და ასეთი ტიპის სტიქიური მოვლენა აღნიშნული რეგიონისთვის დამახასიათებელი არ არის.
 ბოლო წლების სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სულ უფრო გახშირდა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევები, იქ სადაც ასეთი მოვლენები მისი ეკო სისტემიდან გამომდინარე არ უნდა ხდებოდეს. მარნეულში მომხდარი სტიქია ამის კარგი მაგალითია.
 ბუნებრივი კატასტროფების თანმხლებია დიდი მატერიალური დანაკარგები. შედეგად, შესაძლო სამომავლო ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად დღის წესრიგში დაზღვევა კატასრტოფული რისკებისგან. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს ასეთი დაზღვევის სახეობის განხორციელების და ზოგადად ქვეყანაში დაზღვევის კულტურის დონის ამაღლების აუცილებლობა.
21.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2022
CREATED BY
Neomedia