საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა პრესკონფერენცია გამართა

20 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისა და აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიში წარუდგინა.

მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოღვაწე სადაზღვევო კომოანიების გენერალურ დირექტორებთან ერთად, დეტალურად ისაუბრა 13 ივნისის სტიქიის შედეგად, მთელი სადაზღვევო სექტორის მასშტაბით, სდაზღვევო შემთხვევებისა და ზარალის ჯამურ რაოდენობაზე. ასევე, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონების მიხედვით,  დაზღვეული ნაკვეთების, მოზიდული პრემიის, სადაზღვევო შემთხვევებისა და დაფიქსირებული ზარალების საერთო შედეგებზე.

2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შედეგად, სულ 213 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ზარალის ჯამურმა რაოდენობამ 4,638,760 (ოთხი მილიონ ექვსას ოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოცი) ლარი შეადგინა. ხოლო, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 12,009 (თორმეტი ათას ცხრა) სადზღვევო შემთხვევა დადგა. დაზღვეული 37,649 (ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ნაკვეთიდან მოზიდულმა პრემიამ 15,387,422 (თხუთმეტი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხას ოცდაორი) ლარი შეადგინა, ზარალის რაოდენობამ კი, 23,116, 726 (ოცდასამი მილიონ ას თექვსმეტი ათას შვიდა ოცდაექვს) ლარს მიაღწია.

მოსახლეობისთვის დაზღვევის მნიშვნელობის შეხსენების და საზოგადოებაში სადაზღვევო კულტურის განვითარების მიზნით, პრესკონფერენციაზე, მნიშვნელოვანი და მსხვილი სადაზღვევო შემთხვევებიც იქნა განხილული.

ასოციაციის თავმჯდომარე სადზღვეო ბაზრის პერსპექტივებსა და სექტორში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. დევი ხეჩინაშვილმა სამომავლო გეგმები და ის ინოვაციური პროექტები წარადგინა რომელიც, როგორც სადაზღვევო სექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

 2014-2015წლების სტიქიის შედეგები. სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ ანაზღაურებული თანხები
21.10.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia