"დღეიდან საქართველოს ცა დაზღვეულია"

საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, - შესაბამის ხელშეკრულებას დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის მოეწერა ხელი. 

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. 

„დღეიდან საქართველოს ცა არის დაზღვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი ჩვენს საჰაერო სივრცეში გადაფრენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობები სრულად დაზღვეულია მესამე პირისთვის და ეს სადაზღვევო თანხა შეადგენს 500 მილიონ დოლარს. ეს არის ერთი მხრივ, ვალდებულება, რაც ჩვენ გვაქვს ევროპის ცასთან შეერთებით, მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი თვითონ ქვეყნისთვის, რომ რისკები იყოს სრულად მართული. აღნიშნული თანხები დღეს რეალურად ჩადებულია გადამფრენის ტარიფში, შესაბამისად, ეს პრაქტიკულად გადახდილია გადამფრენი კომპანიების მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქაერონავიგაციაში აცხადებენ, რომ პროექტი უპრეცედენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. 

საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს საქაერო ნავიგაციის საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევებს მესამე პირთა წინაშე, ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში კომპანიის ბრალეულობით მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. საქაერო ნავიგაციის საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების, აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე.


"კომერსანტი"



25.05.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2023
CREATED BY
Neomedia