SBA - სადაზღვევო აგენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში,“ რომლის ფარგლებში საქართველოში მხოლოდ აკადემია სთავაზობს აპლიკანტებს სადაზღვევო აგენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამას. პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. სწავლის საფასური ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი. პროგრამაზე რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2016 წლის 2 სექტემბრამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N25. სასწავლო პროცესი განხორციელდება საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA-ში მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22. 

დატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 97 57 72, ია ერაძე

31.08.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia