ირაოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 სექტემბერს, ვარძიაში, სადაზღვევო კომპანია ირაოსა და კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული სოციალური პროექტების განხორციელებას.
 

ვარძიის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება  იგეგმება. რის შედეგადაც, ვარძიის კომპლექსის ინფრასტრუქტურა გახდება ადაპტირებული შშმ პირებისათვის და მათ ვარძიის კომპლექსის  დათვალიერება შეეძლებათ.

 

მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში ვარძიაში იმყოფებოდნენ სადაზღვევო კომპანია ირაოს გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რომლებიც ადგილზე ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

 

„ირაოს“ გენერალური დირექტორის ვახტანგ დეკანოსიძის განცხადებით: „როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენ კარგად ვათვიცნობიერებთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელბას ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისათვის. ამასთან დაკავშირებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, რომელიც  სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უკავშირდება. ხოლო დღეს,  ირაოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგელბში ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთი  სოციალური პროექტების ჭრილში, რომლებიც უკავშირდება შშმ პირებს და რომელთა შედეგად ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაათვალიერონ ვარძიის ღირსშესანიშნაობები.“

17.09.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia