„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს

პირველად საქართველოში: სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სერვისი ონლაინ, თანხის ანაზღაურება ერთ დღეში. ანაზღაურების მიღება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა - „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საშულებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, ოფისში მიუსვლელად, თქვენთვის სასურველი ადგილიდან მხოლოდ 2 წუთში შეავსოთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების განაცხადი და მომდევნო დღეს მიიღოთ თანხა ანგარიშზე! ან ასევე ოფისში მისვლის გარეშე, ონლაინ მოითხოვოთ ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსება და მიიღოთ საგარანტიო წერილი. 

ანაზღაურების ონლაინ სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ვებ-გვერდის: www.mygpi.ge ისე აპლიკაციის საშუალებით; აპლიკაციით სარგებლობისთვის, თქვენს სმარტფონში უნდა ჩამოტვირთოთ GPI Mobile. 

კომპანიამ დაზღვევის შეძენის ონლაინ პორტალი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დანერგა და სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესს კვლავ აგრძელებს.ანაზღაურების მიღება ონლაინ კი ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვეულებს უკვე 3 თვეა შეუძლიათ. 

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ეს ახალი ეტაპია არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების. სადაზღვევო სფერო ბევრს კონსერვატიულ სფეროდ მიაჩნია, რთული პირობებითა და პროცედურებით. ამ ინოვაციური სერვისებით გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება არამხოლოდ დაზღვევის შეძენა, არამედ ანაზღაურების მიღება. დარწმუნებულები ვართ, ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს მისცემს სტიმულს, ისარგებლონ დაზღვევით, ჰქონდეთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები და უფრო თამამად განახორციელონ საკუთარი გეგმები”.
"IPN"
12.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia