კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის" მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს. სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა  მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა" აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21 546 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ  820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ - 3 283.20 ლარი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
17.11.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia