გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტმა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს

დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ კობერიძემ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ წუთში ეს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, მხარეებთან გასაუბრების შედეგად, შესაძლებლია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს.დეპუტატის განმარტებით, დღევანდელმა შემთხვევამ „ბავშვთა სამყაროში" აჩვენა, რომ დაზღვევის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ადგილებზე, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაითავისოს ფართის გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც, რომ ასეთი ტიპის დაზღვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არავინაა დაზღვეული მსგავსი ტიპის შემთხვევებისგან. როცა ბიზნეს მოლაპარაკება ხდება ფართის გაქირავების დროს, ორივე მხარემ ძალიან მწვავედ უნდა დააყენოს ეს საკითხები",- განაცხადა ლევან კობერიძემ.
"კომერსანტი"
30.01.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia