ჯიპიაი ჰოლდინგი კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას აცხადებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში. 
300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით - შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში.
8 თებერვალი, თბილისი: „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახაბერ გულედანმა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კიდევ ერთი მასშტაბური დასაქმების ფორუმის შესახებ პრესკონფერენცია გამართეს. 
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად დასაქების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. დასაქმების კვირეული 20 თებერვალს დაიწყება და ფორუმები საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება. 
ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია, გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე. ყველა წარმატებულ და მონდომებულ კანდიდატს ეძლევა კიდევ ერთი შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ერთ-ერთ ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში. 
2016 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე გამართა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 200 ადამიანი აიყვანა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ჯიპიაი ჰოლდინგში. 
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. შარშანდელი დასაქმების ფორუმის შედეგად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 200 მონდომებული ადამიანი დავასაქმეთ და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები დღეს წარმატებულ კარიერას ქმნიან. წლევანდელი დასაქმების კვირეული არის კიდევ ერთი შანსი ნებისმიერი შრომისმოყვარე, აქტიური და მონდომებული ადამიანისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გთავაზობთ უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესშიც კი.“ 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება:

ქუთაისი - 20 თებერვალი
ფოთი და ზუგდიდი - 21 თებერვალი 
ბათუმი - 22 თებერვალი 
თბილისი - 24-25 თებერვალი (საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში. მის: წერეთლის გამზ. 118. დასაქმების მსურველები უნდა მობრძანდნენ 10:00-დან 18:00 სთ-მდე).
"ინტერპრესნიუსი"
08.02.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia