ზარალების ყველაზე მსხვილი გადამხდელი TOP-5 ქართული სადაზღვევო კომპანია

„კომერსანტი“ აგრძელებს ქართული სადაზღვევო ბაზრის 2017 წლის 9 თვის მონაცემების ანალიზს და ამჯერად სადაზღვევო ზარალების ყველაზე მსხვილ გადამხდელ სადაზღვევო კომპანიებს წარმოგიდგენთ. ლოგიკურია, რომ სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების თვალსაზრისით ლიდერი სადაზღვევო კომპანიების ხუთეული იგივეა, რაც ბაზრის ლიდერი ხუთეული. თუმცა, გათვალისწინებულია, რომ შემოსავლისა და ზარალის შემდეგი შედარებები გაკეთებულია წლიური მოზიდული პრემიისა და ნახევარი წლის გაცხადებული ზარალების მიხედვით. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მე-3 კვარტალში ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალმა 174,09 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 12 მლნ. ლარით მეტის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით — 2016 წლის მესამე კვარტალში კომპანიების ზარალი იყო 162,10 მლნ. ლარი. 
III კვარტალში ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალები სადაზღვევო კომპანიების მიხედვით
ჯი პი აი ჰოლდინგი – 40,35 მლნ. ლარი (22.9%)
იმედი L – 33,64 მლნ. ლარი  (19,3%)
პსპ დაზღვევა – 22,87 მლნ. ლარი (13,1%)
ალდაგი – 22,85 მლნ. ლარი (13,1%)
არდი დაზღვევა – 13,78 მლნ. ლარი (7,9%)
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 3 კვარტალში კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალები გამომუშავებული პრემიის 56,9%-ს შეადგენს. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 16 სადაზღვევო კომპანიის გამომუშავებული პრემიამ შეადგინა 303,42 მლნ. ლარი, დამდგარმა სადაზღვევო ზარალმა კი 172,78 მლნ. ლარი. აღსანიშნავია, რომ ბაზრის ლიდერი 5 კომპანიიდან, ერთადერთია პსპ დაზღვევა, რომლის მხრიდანაც ანაზღაურებული ზარალი გამომუშავებულ პრემიას აჭარბებს.
III კვარტალში გამომუშავებული პრემია და დამდგარი სადაზღვევო ზარალები სადაზღვევო კომპანიების მიხედვით
ჯი პი აი ჰოლდინგი — გამომუშავებული პრემია  — 74,64 მლნ. ლარი, დამდგარი ზარალი — 43,66 მლნ. ლარი
ალდაგი —  გამომუშავებული პრემია  — 63,95 მლნ. ლარი, დამდგარი ზარალი — 25,99 მლნ. ლარი
იმედი L  — გამომუშავებული პრემია — 41,08 მლნ. ლარი, დამდგარი ზარალი — 32,42 მლნ. ლარი
პსპ დაზღვევა — გამომუშავებული პრემია — 22,64 მლნ. ლარი, დამდგარი ზარალი — 23,45 მლნ. ლარი
არდი დაზღვევა —  გამომუშავებული პრემია — 21,71 მლნ. ლარი, დამდგარი ზარალი — 11,99 მლნ. ლარი
"კომერსანტი"

22.11.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia