,,სადაზღვევო კომპანია ალფა” მოგების მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა

ავერსი ჰოლდინგის წევრმა ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ 8 წლის მუშაობის თავზე უპრეცედენტო მოგების მაჩვენებელი და ზრდის დინამიკა აჩვენა.
2017 წლის 3 კვარტალი ალფამ წინა წელთან შედარებით 75%–იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა, სწრაფი და ხარისხიანი ზარალის ანაზღაურების პროცესის ფონზე. კომპანიამ 2017 წლის 3 კვარტლის განმავლობაში 4,1 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა, აქედან 3,1 მლნ - მოსახლეობისთვის, ხოლო 0,9 მლნ -კორპორაციებისთვის და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის.
,,სადაზღვევო კომპანია ალფა” აგრძელებს ბიზნესის განვითარებას და 2018 წელს რეგიონალური ქსელის აქტიურ გაფართოებას გეგმავს. შემდეგ წელს ძირითადი აქცენტები გაკეთდება კომპანიის სერვისების გაუმჯობესებასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. ალფა მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს პირდება.
"კომერსანტი"
24.11.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia