ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 1-ელ მარტამდე გადაიდო



უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრის მქონე ავტომობილების მფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ ორი თვით, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველ მარტამდე გადაიწია. 

ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. როგორც ორიოდე თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრისას კოტე სულამანიძე აცხადებდა, „2018 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანა გადმოკვეთს საზღვარს, ვალდებული იქნება, რომ საზღვართან ახლოს მოქმედ სერვიც–ცენტრში შეიძინოს სადაზღვევო პოლისი. მანამდე კი პოლისების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყება“.

დღეს კი, როგორც „კომერსანტს“ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ განუცხადა, კანონის დამტკიცება დაგეგმილზე გვიან მოხდა და შესაბამისად, სადაზღვევო სექტორის მოსამზადებელი სამუშაოებიც დროში გაჭიანურდა.

„კანონის მიღების შემდგომ სადაზღვევო სექტორს უამრავი პროცედურა აქვს ჩასატარებელი, რომ ერთიანი დაზღვევის ცენტრი ჩამოაყალიბოს, ფილიალების გახსნა უზრუნველყოს, პროგრამები ტექნიკურად გამართოს. ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი სჭირდება. მოხდა ისე, რომ კანონის დამტკიცება იმაზე გვიან მოხდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტში კანონპროექტზე ერთვიანი მორატორიუმი იყო გამოცხადებული და ამანაც გამოიწვია ორი თვით გადაწევა“, - აღნიშნა სულამანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სადაზღვევიო სექტორი აქტიურად მუშაობს, რომ პირველი მარტიდან პირველი პოლისი გაიყიდოს.

„სადაზღვევო სექტორი პროგრამულად მუშაობს, ობიექტებს ნახულობენ, სადაც ერთიანი დაზღვევის ცენტრი უნდა განთავსდეს. ასევე, კადრების შერჩევა და მსგავსი პროცედურები მიმდინარეობს. პირველი მარტიდან პირველი პოლისი გაიყიდება“, - განაცხადა სულამანიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევაც რომ სავალდებულო გახდეს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და კანონპროექტი მომავალი წლის ბოლომდე მზად იქნება.

„ადგილობრივებისთვის ცალკე კანონზე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რომ კანონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. მსოფლიო ბანკი აქტუალურ გათვლებში გვეხმარება. ვფიქრობთ, რომ 2018 წელს კანონპროექტზე მუშაობას დავასრულებთ. კანონპროექტის დამტკიცებას და ამუშავებას დრო სჭირდება. ზუსტად ვერ გავთვლით, 2019-ში უკვე გვექნება თუ არა შესაბამისი კანონი“, - აღნიშნა სულამანაძემ.

რაც შეეხება ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ფასებს, როგორც სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, დაზღვევის ფასი დამოკიდებული იქნება ავტომობილის ტიპსა და პოლისის ვადაზე. მისივე თქმით, ყველაზე იაფიანი ტარიფი 15-დღიანი დაზღვევისთვის საშუალოდ 30 ლარი ეღირება.

მისივე თქმით, საბაჟოზე დაზღვევის აღება არ მოხდება, თუმცა, ახლოსვე იქნება განთავსებული სპეციალური ობიექტები, სადაც უცხოური ნომრის მქონე ავტომობილები საქართველოში შემოსვლის შემდეგ დაზღვევის შეძენას შეძლებენ.

ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. როგორც ორიოდე თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრისას კოტე სულამანიძე აცხადებდა, „2018 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანა გადმოკვეთს საზღვარს, ვალდებული იქნება, რომ საზღვართან ახლოს მოქმედ სერვიც–ცენტრში შეიძინოს სადაზღვევო პოლისი. მანამდე კი პოლისების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყება“.

დღეს კი, როგორც „კომერსანტს“ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ განუცხადა, კანონის დამტკიცება დაგეგმილზე გვიან მოხდა და შესაბამისად, სადაზღვევო სექტორის მოსამზადებელი სამუშაოებიც დროში გაჭიანურდა.

„კანონის მიღების შემდგომ სადაზღვევო სექტორს უამრავი პროცედურა აქვს ჩასატარებელი, რომ ერთიანი დაზღვევის ცენტრი ჩამოაყალიბოს, ფილიალების გახსნა უზრუნველყოს, პროგრამები ტექნიკურად გამართოს. ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი სჭირდება. მოხდა ისე, რომ კანონის დამტკიცება იმაზე გვიან მოხდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტში კანონპროექტზე ერთვიანი მორატორიუმი იყო გამოცხადებული და ამანაც გამოიწვია ორი თვით გადაწევა“, - აღნიშნა სულამანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სადაზღვევიო სექტორი აქტიურად მუშაობს, რომ პირველი მარტიდან პირველი პოლისი გაიყიდოს.

"კომერსანტი"







26.12.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia