საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით ბანკებს კონკურენტი გამოუჩნდათ

საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით სადაზღვევო კომპანიები უკვე აქტიურ კონკურენციას უწევენ ბანკებს, გარანტიების გაცემის მარტივი პროცედურებით, მოკლე ვადებით, მოქნილი სამუშაო გრაფიკით და შეღავათიანი ტარიფებით.
2017 წლის აპრილიდან ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ საბანკო გარანტიების გაცემა დაიწყო. სულ რაღაც 10 თვის მანძილზე კომპანიამ აღნიშნული პროდუქტის მიმართულებით ბაზარზე 5 წამყვან კომპანიას შორის მოხვედრა მოახერხა. ალფას პარტნიორია მსოფლიოში მოწინავე ფინანსური რისკების გადამზღვევი კომპანია ,,Atradius”, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა და წელიწადში $1,8 მილიარდზე მეტ შემოსავალს ფლობს. ,,Atradius”-ს  AM Best  რეიტინგული სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს უმაღლესი უსაფრთხოების დონე A,  როგორც ფინანსურად სტაბილურ ლიდერ კომპანიას.  
თუ თქვენ გჭირდებათ გარანტიები სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად, საავანსო ტიპის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის, ხარისხის, საბაჟო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტიები, კონტრგარანტიები,  ,,სადაზღვევო კომპანია ალფაში“ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, საბანკო სექტორისგან განსხვავებით, ნაკლები უზრუნველყოფის მოთხოვნის საფუძველზე.
კლიენტს მოემსახურება პირადი მენეჯერი, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად უმოკლეს ვადაში – 1-დან 3 დღემდე გასცემს საბანკო გარანტიებს, ავტომატურ რეჟიმში 15 000 ლარიანი ლიმიტით უზრუნველყოფის მოთხოვნის გარეშე,  შიდა განხილვის რეჟიმში - 1.5 მლნ ლარის ლიმიტით უზრუნველყოფის მოთხოვნით, 1.5 მილიონ ლარზე უფრო მაღალ ლიმიტზე - უზრუნველყოფის მოთხოვნით და პარტნიორი გადამზღვევი კომპანიის ჩართულობით.  ალფას შეუძლია გასცეს საბანკო გარანტია 7 მლნ ლარამდე საგარანტიო ლიმიტით.
,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ მოგემსახურებათ სტანდარტული ფორმების მინიმალური შევსებით, მოქნილი კომუნიკაციის საშუალებით – ელ. ფოსტის გამოყენებით, ზედმეტი შეფერხების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია მოხდეს გარანტიის გაცემა 18:00 საათის შემდეგ ან/და არასამუშაო დღეებში.
"კომერსანტი"
01.02.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia