1-ლი მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტო-ტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისას მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

1-ლი მარტიდან უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება/მფლობელი/მძღოლი/საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ვალდებული ხდება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში/მართვის ქვეშ მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს.
ამის თაობაზე სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორმა გიორგი ჩაჩუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღონისძიებას  სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი ჩაჩუას თქმით, სავალდებულო დაზღვევის ამ პროდუქტის ამოქმედება იცავს საქართველოს მოქალაქეებს, მათ ჯანმრთელობას თუ ქონებას იმ პოტენციური რისკებისგან, რაც შესაძლოა მათ მიადგეს უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან. უკვე მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის ცენტრის  სპეციალური ცხელი ხაზი 2301111.
„სავალდებულო დაზღვევის ცენტრი შექმნილია საქართველოში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ. ის  სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციასა და ზარალების დარეგულირებას ახორციელებს“, -  განაცხადა გიორგი ჩაჩუამ.
როგორც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ამოცანა ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის ამაღლება, სადაზღვევო ბაზრდის ზრდა და დაზღვევის სოციალური სიკეთის მომხმარებლემამდე მიტანის ხელშეწყობაა.
მისი განცხადებითვე, კონკრეტულად  ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე დღეში  საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტოტრანსპორტისთვის მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედება, არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად მოიტანს ამ სადაზღვევო პროდუქტის ცნობადობის ამაღლებას, ხოლო ბაზარს დამატებით შემოსავლებს მოუტანს. რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან სრულად დაცულნი იმ მატერიალური რისკებისგან, რაც შესაძლოა მათ უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან მიადგეთ.
„კიდევ უფრო გასაგებად რომ აიხსნას - 1 მარტიდან უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული მანქანები, საქართველოში შემოსვლისთანავე  ვალდებულნი იქნებიან დააზღვიონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ანუ 1 მარტიდან, თუ არაქართული ნომრიანი მანქანა გამოიწვევს რაიმე სახის ზარალს, ამ ზარალს საქართველოს მოქალაქეებს აუნაზღაურებს სწორედ ეს ცენტრი, სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილი ეს ორგანიზაცია, რომელიც იქნება მოდერატორი სადაზღვევო შემთხვევებისას და დაარეგულირებს ზარალებს“, -აღნიშნა სულამანიძემ.
1-ლი მარტიდან სადაზღვეო პაკეტების შეძენა შესაძლებელია ცენტრის ფილიალებში, რომლებიც მდებარეობს შესაბამის საბაჟო პუნქტებთან ახლოს (სარფი, წითელი ხიდი, ყაზბეგი, სადახლო), ხოლო სხვა დანარჩენ საზღვრებთან შემდეგ გაყიდვის წერტილებში: ბანკებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, ვებ გვერდზე www.tpl.ge ასევე აგენტებსა და ბროკერებთან.
1-ლი მარტიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაც მოხდება.
"კომერსანტი"

22.02.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia