სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე 3 დღე რჩება

24 თებერვალს, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის დირექტორმა გიორგი ჩაჩუამ და ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ფილიალი გახსნეს. 
“ფილიალი აღჭურვილია და უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა 1 მარტიდან შეუფერხებლად მოხდეს პოლისების გაცემა.” - განაცხადა ყაზბეგის მერმა და ცენტრს მხარდაჭერა გამოუცხადა.
გასულ დღეებში, 23-25 თებერვალს, ცენტრის დირექტორმა სარფის, წითელი ხიდის და სადახლოს ფილიალებიც გახსნა, რომლებიც მომხმარებლებს 1 მარტიდან მოემსახურება. გიორგი ჩაჩუა უკლებლივ ყველა თანამშრომელს პირადად შეხვდა, შესაბამისი დირექტივები მისცა და მათ წარმატებები უსურვა.
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი არის კანონით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა სადაზღვეო პოლისების რეალიზაცია და ზარალის დარეგულირება.
საქართველოს ტერიტორიაზე შემომავალი, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტისათვის დაზღვევა 1 მარტიდან სავალდებულო იქნება და პოლისები გაიყიდება შემდეგ გაყიდვის წერტილებში: ცენტრის ვებ გვერდი: www.tpl.ge- სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკები და ცენტრის ფილიალები.
უკვე მოქმედებს ცენტრის ცხელი ხაზი: +322 301111
"კომერსანტი"
26.02.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia