მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი და რთული გასაგებია

გადაწყვეტილება მოულოდნელი და რთული გასაგებია, - ასე გამოეხმაურა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი გადაწყვეტილებას, რომლითაც მოგების დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 2023 წელს ამოქმედდება და არა 2019-ში, როგორც ამას კომპანიები ითხოვდნენ. 
როგორც ხეჩინაშვილმა გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ, მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო ბიზნესომბუდსმენიც და ფიქრობდნენ, რომ პრობლემა გადაილახა. 
“პარლამენტში დისკუსიებში ფინანსთა სამინისტრომ სხვაგვარად წარმოადგინა საკუთარი პოზიცია, შევეცდებით წლის ბოლომდე გავააქტიუროთ მუშაობა მთავრობასთან, რათა ჩვენი მხრიდან დამატებითი არგუმენტებითა და ახსნა-განმარტებით, როგორმე გადავლახოთ ეს პრობლემა. სადაზღვევო ინდუსტრიას სჭირდება იმ სიკეთით სარგებლობა, რასაც ე.წ. ესტონური მოდელი ჰქვია“,-განაცხადა ხეჩინაშვილმა. 
მისი თქმით, მიმდინარე წელს სექტორი რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას, რასაც მსხვილი კაპიტალდაბანდება სჭირდება, მათ შორისაა ზედემხედველობის სამსახურის დაფინანსება და კაპიტალის ზრდის მოთხოვნა. 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საგადასახადო კოდექსიში ცვლილებების განხილვისას გაირკვა, რომ მოგების დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი სადაზღვევო კომპანიებისათვის, მთელ საფინანსო სექტორთან ერთად 2023 წელს ამოქმედდება. ინდუსტრია შეღავათის ამოქმედებას 2019 წლიდან ითხოვდა.
"bm.ge"
22.05.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia