ირაკლი კოვზანაძე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილსა და გამგეობის წევრს, იოსებ გოგოლაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ასოციაციის წევრების ინიციატივით შედგა, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.
„მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სადაზღვევო სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერების აუცილებლობაზე. ასოციაციაში დადებითად აფასებენ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყო და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. ამასთანავე, იმედი გამოთქვეს, რომ ეს სქემა მომავალშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ სადაზღვევო ბიზნესში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ფორმებსა და მეთოდებზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ასოციაციის ხელმძღვანელთან შეთანხმდა, რომ შეხვედრები სისტემატურ სახეს მიიღებს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება სადაზღვევო სექტორის ხედვების საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნის პროცესში.
„ეს ხელს შეუწყობს ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასა და წინსვლას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
"საქართვეოს პარლამენტის საიტის ახალი ამბები"
04.12.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia