რა უნდა ღირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა?

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. 
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, უკვე პარლამენტშია. 
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით: 
კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი; 
მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი; 
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი; 
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი; 
მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი; 
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი. 
რამდენად რაციონალურად და ობიექტურად არის განსაზღვრული პროექტში პრემიის ზემოაღნიშნული ოდენობები ამასთან დაკავშირებით, bm.ge „სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეს დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა. 
„ჩვენ ამაზე კიდევ უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტში იმიტომ, რომ პრემია არ არის ცალკე მდგომი რამ, ის არის დაკავშირებული რისკებთან, რომელიც დაფარულია და ასევე ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული დაზღვეული მანქანების რაოდენობასთან. ამ სიკეთეს ჩვენ ერთჯერადი ნაბიჯით ვერ დავამკვიდრებთ, უნდა გავითვალისწინოთ გადახდისუნარიანობა და ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მინიმალურ ფასად გავყიდოთ პოლისი. ასეთი მიდგომით 2-3 წლიან პერიოდში ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სისტემა გამართულად იმუშავებს და ისიც კი იქნება შესაძლებელი, რომ ცნობილი ბონუს მალუსის სისტემა ამოქმედდეს“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა. 
რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის არჩევის შესაძლებლობას, როგორც დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, ადამიანებს არჩევანის თავისუფლება ექნებათ და მეტიც, მისი მოსაზრებით, კანონში ისეთი ჩანაწერები უნდა გაჩნდეს, რომლებიც ზემოაღნიშნული არჩევანის თავისუფლებას გააძლიერებს და თუნდაც მთავრობის მიერ შექმნილი გაყიდვის ძალიან ეფექტური არხების გავლენას შეასუსტებს.
"bm.ge"
05.02.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2019
CREATED BY
Neomedia