სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა წევრებს შემოუერთდა

2020 წლის 15 ივნისიდან სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია, ხოლო 2020 წლის 1 ივნისიდან  „დაზღვევის მედიაციის“ წევრი. 
სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უნივერსალური, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების სქემის შექმნა. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. კომპანიისთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და მათთვის გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებების შეთავაზება. სააქციო საზოგადოება „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ დაფუძნდა 2020 წლის 20 თებერვალს ააიპ „ნიუ ვიჯენ უნივერსიტეტი“-ს საინვესტიციო კაპიტალიდან. გუნდი დაკომპლექტებულია 200-მდე „მაღალკვალიფიციური კადრით, რომელთაც სადაზღვევო და საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

22.06.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia