მედიაციის შედეგად მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმება შედგა

2019 წლის 18 სექტემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 1 იანვრიდან.

მედიაციის თაობაზე შეთანხმების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, მისი ურთიერთშეთანხმებით/მორიგებით დასრულების მიზნით მხარეები, აგრეთვე დაზღვეული და მოსარგებლე მიმართავენ ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციას“ სატელეფონო ხაზის მეშვეობით ნომერზე: 2555155, ან მისამართზე: თბილისი მოსაშვილის ქუჩა 24, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mediacia@insurance.org.ge. 

2020 წლის 20 აპრილს „დაზღვევის მედიაციის“ მიერ წარმოებული მედიაციის შედეგად შედგა სამედიაციო მორიგება „სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგსა“ და დაზღვეულ მხარეს შორის დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების თაობაზე. სამედიაციო მორიგების თანახმად, „სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგმა“ დაზღვეულს გადაუხადა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

მორიგება შეეხებოდა კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამას.

ასეთი ეფექტური სადაზღვევო პროდუქტები დღეს არსებობს საქართველოში და ხელმისაწვდომია მოსახლეობისათვის.

კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა - „ონკო ქეარი“ ჯიპიაი ჰოლდინგმა 2017 წელს მსოფლიოს წამყვან გადამზღვეველ შვეიცარულ კომპანია Swiss Re - სთან ერთად შეიმუშავა. პროგრამა დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში 150 000 ლარამდე კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

კიბოს საწყის ეტაპზე გამოვლენა მხოლოდ 40% შემთხვევებში ხდება. ნაადრევი დიაგნოსტიკის დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს ფინანსური გარანტიების არ ქონა და შიში იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებისა, რაც შეიძლება მათ ოჯახს მიადგეს, რის გამოც თავს არიდებენ დიაგნოსტირებას. სიმსივნური დაავადების მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. უმეტეს შემთხვევებში პაციენტს უწევს ქონების გაყიდვა, უზარმაზარი ფინასური ვალდებულებების აღება ან უარეს შემთხვევაში რჩება საზოგადოების ან ორგანიზაციების დახმარების იმედად. სწორედ ამიტომ, სიმსივნური დაავადებების ადრეული პრევენციისა და ადამიანებისთვის ფინასური გარანტიების შექნის მიზნით შეიქმნა კიბოს რისკისგან დაზღვევის პოლისი “ონკო ქეარი”.

პროგრამა მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია. ტარიფი გამოითვლება ასაკისა და სადაზღვევო ლიმიტის მიხედვით და იწყება 3 ლარიდან. ტარიფი ნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში. საკომპენსაციო თანხის მაქსიმალური ლიმიტია 150 000 ლარი. კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ სამედიცნო დასკვნა. სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, დაზღვეულს არ სჭირდება წარმოადგინოს თანხის განკარგვის მიზნობრიობა (მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტაცია), მას აქვს მიღებული კომპენსაციის განკარგვის სრული თავისუფლება და შეუძლია თავად განსაზღვროს მიზნობრიობა. „ონკო ქეარი“ დაზღვეულს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ლიმიტის ქვეშ დააზღვიოს 18 წლამდე შვილ(ებ)ი ტარიფის გაზრდის გარეშე. დღეისათვის ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებამ შეადგინა 549 000 (ხუთას ორმოცდაცხრა ათასი) ლარი.

 

29.07.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia