XPRIMM-ის ინიციატივით გამართული ონლაინ შეხვედრა

საერთაშორისო მედია სააგენტო და საჯარო ურთიერთობების ორგანიზაციის (XPRIMM) ინიციატივით 30 სექტემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელის  დევი ხეჩინაშვილის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  დავით ონოფრიშვილის,  სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის  გიორგი ბარათაშვილის და სადაზღვევო კომპანია „არდი“-ს  აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის ჩართულობით. შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც  საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე  პანდემიის, კერძოდ Covid-19-ის შედეგად წარმოიშვა. ასევე ამ პრობლემების დაძლევასა და სადაზღვევო ბაზრის შემდგომი განვითარების გზებზე.
01.10.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia