ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ონლაინკლინიკების მართვის კუთხით სადაზღვეო კომპანიების ჩართულობა,ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვეო კომპანიებისა და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ოჯახის ექიმების როლი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. „თქვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გაქვთ ონლაინკლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმაოდ დატრენინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები . დღეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროება გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად დატრენინგებული ექიმები. ინფიცირებულების ნაწილი დაზღვეულია და მათი კოორდინირებული მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიდგეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იხილეთ ბმული
15.10.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2020
CREATED BY
Neomedia