„გრინ დაზღვევა საქართველომ“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო

„გრინ დაზღვევა საქართველომ“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო, შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს სრული სპექტრის, უნივერსალური დაზღვევები.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკა ცენტერაძემ განმარტა, აღნიშნული სიახლის მეშვეობით „გრინ დაზღვევა საქართველო“ მათ შორის საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებს მათზე მორგებულ სადაზვევო პროდუქტებს შესთავაზებს.
„გვსურს, ჩვენი ნებისმიერი პროდუქტი მომხმარებლებზე ინდივიდუალურად იყოს მორგებული და სასურველი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს მათ. ამგვარად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ წვლილს შევიტანთ. ვაქციოთ გამოწვევა შესაძლებლობად! ჩვენ ადამიანისთვის დასაყრდენი, ხოლო ბიზნესისთვის მხარდამჭერი, საიმედო და კომფორტული პარტნიორი ვიქნებით ", - განაცხადა ეკა ცენტერაძემ.
„გრინ დაზღვევა საქართველო“ ფლობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულ ორი ტიპის სადაზღვევო ლიცენზიას სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისთვის.
დღევანდელი გამოწვევების ფონზე, კომპანია ბაზარზე ხელმისაწვდომი ტარიფებით პოზიციონირებს და განსხვავებული შემოსავლების მქონე სუბიექტებზეა მორგებული.„გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, დღეს, სადაზღვევო ბაზარს საინტერესო და დიდი პერსპექტივა აქვს. მისივე თქმით, არსებობს სხვადასხვა ტიპის დაზღვევის პროდუქტები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა განვითარდეს და დაინერგოს.
„სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის აღების შემდეგ, ჩვენ საფუძვლიანად დავიწყებთ მზადებას ბაზარზე დაგროვებითი სადაზღვეო პროდუქტების შესათავაზებლად. საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციონალური ივესტორები სწორედ სადაზღვევო კომპანიები არინ. იმისათვის, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიებიც ინსტიტუციონალური ინვესტორები გახდნენ, მნიშვნელოვანია დაგროვებითი სადაზღვევო/საპენსიო პროდუქტების განვითარება, ისევე როგორც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების შემოღება“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
"ინტერპრესნიუსი"
06.11.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2021
CREATED BY
Neomedia