ბლოგის გამარჯვებულები და კონკურსგარეშე რჩეულები

I ადგილი - ნათია როსტიაშვილი - ბლოგისთვის "რა დავაზღვიოთ, თავო ჩემო?"
II ადგილი - ავდინა ჯაოშვილი - ბლოგისთვის "როგორ დასრულდებოდა ზღაპრები, პერსონაჟებს დაზღვევა რომ ჰქონოდათ?"

პრიზები და დაჯილდოება
კონკურსის პირობების შესაბამისად, 1-ელ ადგილზე გასულ გამარჯვებულებს 2,000 ლარის ოდენობის, ხოლო მე-2 ადგილზე გასულ გამარჯვებულებს 1,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცემათ.

გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება 2 მაისს, დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე.

კონკურსგარეშე რჩეულები

დამატებით, სსიპ "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ დასახელდა რჩეული კონკურსანტი კატეგორიაში "ბლოგი" - ამირან ხიმშიაშვილი ნამუშევრით: "დაზღვევა: მეტი დაცვა, ნაკლები რისკი!", ხოლო ფინედუს გუნდის მიერ კატეგორიაში "პოსტერი და სლოგანი" - კონკურსანტი ლაშა კოტორაშვილი ნამუშევრით "ის ფაქტი, რომ დაზღევა გაუთვალისწინებელი რისკებისგან გიცავს, სულაც არ არის ზღაპარი!"  

კონკურსის ორგანიზატორების ჯგუფი ფინალისტებს ულოცავს გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს. აქვე, მადლობა უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისა და არაერთი საინტერესო ნამუშევრისათვის. ფინედუზე ეტაპობრივად დაიდება ის ნამუშევრებიც, რომლებმაც კონკურსში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, თუმცა საინტერესოდ ეხმიანებოდნენ მის იდეას.

დაზღვევის დღის შესახებ
დაზღვევის დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში წელს ჩაეყარა საფუძველი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ფინანსური განათლების პორტალის www.finedu.gov.ge და სსიპ "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, ასევე, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების  - სს "არდი დაზღვევის", სს "ბბ დაზღვევის", სს "გრინ დაზღვევა საქართველოს", სს "დაზღვევის კომპანია ქართუს", სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს", სს "თიბისი დაზღვევის", სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის", სს "პსპ დაზღვევის", სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას", სს "სადაზღვევო კომპანია  ჯი პი აი ჰოლდინგის", სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის", სს "სადაზღვევო კომპანია ალფას", სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას",  სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ელის", სს "სადაზღვევო კომპანია პრაიმის", სს "სადაზღვევო კომპანია ტაოს" და სს "სადაზღვევო კომპანია უნისონის" ჩართულობით. 

"ფინედუ"
30.04.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia