სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება

სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა „სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა, ზოგადად საფინანსო სექტორისგან და სადაზღვევო სექტორისთვის 1 წლით გადავადდება „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა“.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.
2018 წელს აღინიშნა, რომ აღნიშნული შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, შემდეგ - 2023 წლიდან, მაგრამ როგორც დღეს ითქვა, საბანკო სექტორზე აღნიშნული მოდელი აღარ გავრცელდება, ხოლო სადაზღვევო სექტორი „ესტონურ მოდელზე“ ერთი წლის დაგვიანებით გადავა.
კომერსანტი დაუკავშირდა  „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელსაც, დევი ხეჩინაშვილის განმარტებით ორგანიზაცია მოკვლევის პროცესშია.

"კომერსანტი"
05.12.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia