მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული

13-17 მარტს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე-15 მარტი- მსოფლიოში 1983 წლიდან აღინიშნება. საქართველოს საფინანსო სექტორი კი, ამ საერთაშორისო ტრადიციას პირველად 2021 წელს შეუერთდა. მეორე წელია, რაც  სადაზღვევო ინდუსტრია ასოციაციასთან ერთად და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით შეუერთდა ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას. კვირეულის ფარგლებში სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მომზადდა  ვიდეო რგოლი პრაქტიკული რჩევებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომ მისის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. შეიქმნა კრეატიული პოსტერები სადაზღვევო პროდუქტების თემატიკით და ასევე სექტორის მიერ ერთობლივად შეირჩა დაზღვევის თემასთან  დაკავშირებული 2 სლოგანი-#დაეზღვიედაიყავიდაცული# და #დააზღვიერისკები#, რომლებიც ფინანსური განათლების კვირეულის ფარგლებში კამპანიის ძირითადი სლოგანების ქუდ ქვეშ არის  წარმოდგენილი და გაზიარებული სოციალური ქსელების მეშვეობით.  

ჩვენი საინფორმაციო კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში მომხმარებელს ერთი მხრივ, აქვს უფლებები, მეორე მხრივ მოვალეობები, რომელთა ჯეროვნად შესრულება განაპირობებს წარმატებულ ურთიერთობას მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის. 
"სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia