17 მარტი-მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება

17 მარტს ბათუმში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ბათუმის მერიის, მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიებაზე იმსჯელეს საქართველოში მომხმარებლის უფლებების და მათი აღსრულების მექანიზმების შესახებ, განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. უწყებების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს.
"სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
17.03.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia