ჯანდაცვის ახალი მინისტრი დაზღვეულებს დაიცავს

ჯანდაცვის ახალი მინისტრი სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა უფლებების დაცვას ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. მინისტრის პრიორიტეტებს შორისაა ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა. 
ურუშაძე მუშაობას სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან ერთად გეგმავს, რადგან ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. პრემიერმაც ჯანდაცვის ახალ მინისტრს პირველი დავალება მისცა.
ურუშაძემ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების  პროექტი უნდა დაასრულოს და რეგიონებში 46 ახალი კლინიკის მშენებლობა უზრუნველყოს.

13.09.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia