აფთიაქებში მედიკამენტები რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის თანახმად, მომავალი  წლიდან ქვეყნის სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე აღარ გაიყიდება.
როგორც ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან  გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, სახელმწიფომ  მომხმარებლის უფლებები კიდევ უფრო მეტად დაიცვას და მიიღოს გადამჭრელი ზომები ფარმაცევტული ბაზრის ფალსიფიცირებული წამლებისგან გათავისუფლებისათვის.
მინისტრის  შეფასებით,  დასჯადი გახდება ქმედება, თუკი ექიმი კონკრეტული  ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ წამალს გამოწერს და საამისოდ  დამატებით შემოსავალს მიიღებს. აკრძალული იქნება ექიმის მონაწილეობა რომელიმე წამლის ან ფარმაცევტიული კომპანიის რეკლამაში, რომელიც საზოგადოებას მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მიეწოდება. მინისტრი იმედოვნებს, რომ ინიციატივის განხორციელებას თან მოჰყვება წამლების ლაბორატორიული შემოწმების დაწყება და სხვა მარეგულირებელი კონტროლი.
სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები არ შეეხება პირველადი  მოხმარების მედიკამენტებს _ სიცხის დამწევ ან ტკივილგამაყუჩებელ წამლებს. მთავრობის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანო შესაბამის ნორმატიულ ბაზას მოუმზადებს. ცვლილებები 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.
07.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia