უკრაინის სადაზღვევო ბაზრის ახალი მოთხოვნები

ევროკავშირის ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები 2012 წელს ამოქმედდება. ძველ მოთხოვნებს, რომლებიც 70-იანი წლებიდან მოქმედებდნენ, ევროპარლამენტის მიერ უკვე მოწონებული ახალი შეცვლის.
უკრაინის სახელმწიფო კომისიაც შეუდგა სადაზღვევო კომპანიების მოქმედების ახალ გეგმაზე მუშაობას, რომელიც მეტწილად სადაზღვევო კომპანიების რისკების მართვის ეფექტურ სისტემას წარმოადგენს.
ახალი მოთხოვნების არსი სადაღვევო კომპანიების მუშაობის მაქსიმალურად გამჭვირვალობაში და სახელმწიფო კომისიის დაქვემდებარებაში მდგომარეობს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კომისია კომპანიების აქტივების პორტფელის სტრუქტურაში და სხვა შიდა საქმეებში არ ჩაერევა. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ფინანსური მომსახურების ბაზრის მარეგულირებელ სახელმწიფო კომისიას, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი მოთხოვნების განახლების უფლება ექნება. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, მომხმარებელს და კომპანიას უნდა ესმოდეს, რომ ახალი სისტემა სადაზღვევო ბაზრის დარეგულირებას  გამოიწვევს. 2012 წლიდან მოსალოდნელი ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომლებიც სიცოცხლის დაზღვევით არიან დაკავებულნი. 

07.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia