მოსალოდნელი სტიქიები პატარა კომპანიებს დააზარალებს
ატლანტიკის რეგიონში ქარიშხლების წლევანდელი რაოდენობა ისტორიის მანძილზე ყველაზე აქტიურად ფასდება, რაც სადაზღვევო სისტემის დაზარალებას გამოიწვევს – წერს Financial Time
ამერიკის სანაპიროებზე მოსალოდნელი ქარიშხალი სახელწოდებით “Earl” უკვე მესამე სტიქიაა, თუმცა სეზონი ახლახანს დაიწყო. ამ წლის პირველი ნახევარი მსოფლიო სადაზღვევო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა როგორც თებერვლის ჩილეს დამანგრეველი მიწისძვრის ასევე ზამთარსა და ზაფხულში ევროპაში წყალდიდობების გამო. “Munih Re-ს შეფასებით, ამ წლის პირველი ექვსი თვის დანაკარგები 22 მილიარდი დოლარია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ექვსი თვის ყველა ზარალს მთლიანობაში აღემატება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში მუშაობა განსაკუთრებით მძიმე შედარებით წვრილი კომპანიებისთვისაა. “წლის პირველი ნახევრის ზარალი განსაკუთრებით მძიმედ პატარა კომპანიებს დააწვათ, რაც კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის დიდი კომპანიის უპირატესობას – განაცხადა Willis mishel baker-მა – ამას გარდა, ყველა ელოდება, რომ სადაზღვევო კომპანიის კაპიტალის მიმართ მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კონსოლიდაციის პროვოცირებას გამოიწვევს.”
07.10.2010