სომალელი მეკობრეების აქტიურობამ სადაზღვევო ტარიფების დაწევა გამოიწვია

2008 წელს სომალელი მეკობრეების მიერ ბრიტანული გემის “ტრინიდადის”  ყურეში მოტაცების შემდეგ სატვირთო გემის საზღვაო რეისის დაზღვევა 5 მილიონის ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებს 15 ათასი დოლარი უჯდებათ – განაცხადა უილიამ მილერმა, ლონდონის Willis  Group Holding-ის მოტაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნისგან დაზღვევის განყოფილების უფროსმა. მეკობრეების თავდასხმების გახშირების ფონზე დაზღვევის თანხის უკიდურესად შემცირების მიზეზი სხვადასხვა წვრილ-წვრილი კომპანიების გამოჩენა გახდა. სადაზღვევო პრემიის თანხამ 2009 წელს 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 
ყოველ წელს ამ ტერიტორიაზე 25 ათასი გემი გადის. ამ დროისთვის მეკობრეებს 18 გემი და 379 მძევალი ჰყავთ დაკავებული. პრობლემას ვერც ყურეში საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო ძალების არსებობა აგვარებს. 

07.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia